ამან კარგად დამანახა, რა ეტაპზე ვარ - ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი AO-ზე მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასთან 4 სეტში ანგარიშით 3:6, 6:3, 6(7):7(9), 4:6 დამარცხდა

"მოგესალმებით, მეგობრებო,

რა თქმა უნდა, არ იყო ის შედეგი, რასაც მე და ჩემი გუნდი ველოდით. ამ თამაშმა კარგად დამანახა, რა ეტაპზე ვიმყოფები ფსიქოლოგიურად და ზოგადად, კორტზე. ვთვლი, რომ დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად კიდევ ბევრი სწორი ნაბიჯია გასავლელი", - დაწერა ბასილაშვილმა "ფეისბუქზე".

altAO: სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტეფანოს ციციპასთან ვერაფერი გააწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
მე სულაც არ მქონდა იმის ილუზია რომ ნიკა ჩემპიონი გახდებოდა, მინდოდა რომ რაც შეიძლება შორს გასულიყო თუნდაც 1/4 ან 1/8 მაინც რომ გამოცდილება ჰქონოდა მომავლისათვის ასეთ დიდ ტურნირებში ტიტულთან მიახლოვების. პრინციპში ესეც არ იყო ცუდი და მჯერა მომავალში ეს ტურნირი წაადგება როგორც გამოცდილება. ასე უცბათ ასეთ ტურნირებში გამარჯვება იშვიათობაა, ჩვენც ყველას მხოლოდ ახლა გაგვიჩდა სურვილი და ოცნება ნიკას წარმატებისა. ასე რომ რახან სურვილი და ოცნებაა წარმატებაც მოვა, მთავარია რწმენა და თავდაუზუგავი შრომა. წარმატაბა ნიკუშას და ჩვენც ამით გავიხარებთ!!
Geo_Dinamo
21 იანვარი 2019 01:32
0
ვეთანხმები მოსაზრებას რო ეს თამაში ნიკამ წააგო მაგრად გატეხა მაგრამ არაუშავს ეს სპორტია და ხდება მთავარია გული არ გაიტეხო ნიკოლოზ იმუშავე თავდაუზოგავად და ციპციპასი კი არა ჯოკოვიჩსაც მალე მოუგეფ საამაყო ქართველი ხარ და შენი მოგებებით ქვეყანა ამაყობს ფაქტია რო მეტი შეგიძლია შენი სიმშვიდით მოწინააღმდეგეს ანადგურებ წარმატებები ჯიგარი ხარ ა
ვახო
19 იანვარი 2019 01:16
0
აქ.ყველაფერზე ძალიან თვითონ
ნიკას პოზიციაა მთავარი,იგრძნობა,რომ იცის რაზე უნდა იმუშაოს აი ესაა მთავარი,წარმატებები მეგობარო და იცოდე ,რომ შენი გამარჯვება ჩვენთვისაც მნიშნელოვანია
ზვიადი
19 იანვარი 2019 00:57
0
სრულად გეთანხმები.
გიორგი
19 იანვარი 2019 14:03
0
Carmatebebi. Scori daskvnebis gamotanis shedegad shemdeg turnirebshi kidew meti cinsvla ikneba!
Goga
18 იანვარი 2019 18:57
0
ადმინ ვასოსნაირი ჩანერგილი ტიპები დაბლოკე ხოლმე. გაქვს ამის სრული უფლება))
Niko
18 იანვარი 2019 18:46
2
ნიკოლოზ კიდევ ერთხელ მაგარი ხარ, არ ვიცი რჩევა როგორ გაკადრო მაგრამ მაინც გავბედავ შეტევაში და პადაჩა ივარჯიშე , არ გამიბრაზდე ძააან გბალეშიკობ და მჯერა რო მოვა შენი დრო ,მაგარო ადამიანო და საამაყოოოოო ქართველო!
qartveli
18 იანვარი 2019 18:08
0
მესამე სეტში ბერძენი ენაგადმოგდებული დალასლასებდა და ძლივს სუნთქავდა. ვიფიქრე, ნიკა ამას ხელს მოუთავებს მეთქი. სამწუხაროდ შევცდი. ოდნავ მეტი გამბედაობა და ენერგია და მოგება ჩვენი იქნებოდა. ნიკამ რომ თამაში აჩვენა, ასეთით წარმატებებს ვერ აღწევენ. ეს ყველაზე უკეთ თვითონ იცის.
არჩილ
18 იანვარი 2019 17:49
1
ძალიან დამწყდა გული!!! ეს თამაში ციციპასს არ მოუგია, ნიკამ წააგო!!! ნიკას წამოწყბული და მოგებული ულამაზესი გათამაშებები ჰქონდა , ციციპასს ერთიც არ ჰქონია ასეთი!!! მაგრამ შემდეგ დაშვებული უამრავი შეცდომა, 50-მდე როგრც მახსოვს!!! პიველი ჩაწოდება გაუმჯობესებული აქვს,ორმაგებს რაც შეეხება გულდასაწყვეტია, მაგრამ მეორესაც ძლიერად აწვდის და ბევრი ვინერიც ჰქონდა!!! ფიზიკურად მე ვფიქრობ კარგად არის მომზადებული, ამ ტურნირზე ორი ოთხსეტიანი და ერთი ხუთიანის თამაში მოუწია!!! თამაში წაააგო მეოთხე სეტის მეშვიდე გეიმში!!! არა უშავს, ათეულის მოთამაშეები კევინ ანდერსონი, დომენიკ ტიმი მეორე ეტაზე გამოეთიშნენ, დღეს ხაჩანოვმა წააგო და ა.შ.!!! მთავარია სწორი დასკვნების გაკეთება და წარმატებები მოვა!!! აბა შენ იცი ნიკა, წარმატებები!!!
დათო
18 იანვარი 2019 17:40
0
ყველაზე მეტად გულს ის მტკენს, რომ ასეთი არაპროფესიონალი ჟურნალისტები გვყავს. ანგარიშის დაწერაც კი არ შეუძლიათ სწორად. ესეც არ იყოს, ამ სრულიად თანაბარ თამაშზე როგორ უნდა თქვა "ვერაფერი გააწყო"? ყველგან ასეთივე არაპროფესიონალიზმია გაჯეჯილებული. მერე გიკვირთ, რომ პაციენტები ნემსის გაკეთებისგან კვდებიან და სახლებში წამდაუწუმ გაზი ფეთქდება?
ელიო
18 იანვარი 2019 17:13
1
საუკეთესო კომენტარია, რაც ამ ბოლო დროს წამიკითხავს. ზუსტად ეგრეა. ამათ არ ჰგონიათ, რომ სიტყვებს, შეფასებებს მნიშვნელობა აქვს. ვერაფერი გააწყო და მსგავსი ფრაზები ამათთვის სიტყვის მასალაა და არა ზუსტი აღწერა მოვლენის და ფაქტებისა. წერას ცოდნა უნდა. ის ცოდნა კიდევ განათლებიდან მოდის.
odala
18 იანვარი 2019 19:15
0
რა რესურსზეა ლაპარაკი, მთელი ღამე გამათენებია. ტიპს მთელი თამაში მიყავდა და მაინც წააგო. არ ინძრევა, გადმოგდებულ ბურთებზე არ მირბის, ელემენტარული შეცდომები დაუშვა, ბადესთან ვერ გადის, არ ამწვავებს. მანდრაჟით ითამაშა? ჟილკა, თამაშის მოგების ჟინი არ იგრძნობოდა მის თამაშში, ანუ რა გამოდის, ქართული დაწყევლილი მენტალიტეტი და ვსიო. ანუ 100 ტიში ჩაიდო, რეიტინგი 20 ეული, ერთი მაგდენი გადაზღვეული ექნებოდა წაგებაზე გამაზული და შეგუებული იყო სცენარს რა. არადა აშკარად იგრძნობოდა, რომ კლასით სჯობდა ციციპასს, უფრო დასტოინად იყო კორტზე, ბოლოს დაღლაც დაეტყო. უეჭველი გადასაგდებ ბურთს ბადეში აგდებდა, ამიტომაც წააგო. ანუ თვითონ წააგო, ციციპასს არ მოუგია. მთელი წელია წინ და ნიკოლოზ შეგიძლია და უნდა მოინდომო ძმა. წარმატებები. ისე კარგად კი გაითენა ნათლიღება, ბარაქიანად. წლის საუკეთესო დასაწყისია, მეტი რა გინდა.
ვასო
18 იანვარი 2019 15:23
22

სიახლეები პოპულარული