ნიკოლოს ბასილაშვილისა და რობერტო ბაუტისტა აგუტის მატჩი დღეს 15:30 საათზე დაიწყება

AutoSharing Option
დუბაის ტურნირზე ნიკოლოს ბასილაშვილისა და რობერტო ბაუტისტა აგუტის მატჩი დღეს, 15:30 საათზე დაიწყება.

პირველ წრეში ბასილაშვილმა ორ სეტში კარენ ხაჩანოვი 6:4, 6:1 დაამარცხა, ხოლო ბაუტისტა აგუტმა რამკუმარ რამანათანი 6:4, 6:3.

ბაუტისტა აგუტი მსოფლიოს რეიტინგში მეთვრამეტე ადგილზეა, ბასილაშვილი კი მეცხრამეტეზე.

ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ესპანელმა იმარჯვა - 2014 წელს 7:6, 6:0, 6:1, ხოლო 2017 წელს  1:6, 6:3, 7:5.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია, ამ შეხვედრაში გამარჯვებული კი 90 სარეიტინგო ქულასა და 75 170 დოლარს გამოიმუშავებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ შეიძლება თამაშის დასაწყისი საქართველოს დროით დაგვიწეროთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული