ნოვაკ ჯოკოვიჩი "ინდიან-უელსს" გამოეთიშა, ივო კარლოვიჩმა კი ყველა გააოცა

AutoSharing Option
"ინდიან-უელსის" 1/16-ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან დამარცხდა (4:6, 4:6).

ტურნირის სხვა ფავორიტები გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. როჯერ ფედერერმა სტენ ვავრინკა (6:3, 6:4), რაფაელ ნადალმა კი დიეგო შვარცმანი (6:3, 6:1) დაამარცხეს და 1/4 ფინალში გავიდნენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მძლეველმა პრაინეშ გუნესვარანმა ვერაფერი გააწყო სიის 89-ე ნომერთან, 40 წლის ივო კარლოვიჩთან (6:3, 7:6).

გუშინდელი დღის სხვა შედეგები:
ჯონ ისნერი - გვიდო პელია 6:3, 6:4
ანდრეი რუბლიოვი - კარენ ხაჩანოვი 5:7, 3:6
ალბოტ რადუ - კაილ ედმუნდი 3:6, 3:6

მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ფილიპ
კოლშრაიბერი - გაელ მონფისი
იოშიჰიტო ნიშიოკა - მიომირ კეცმანოვიჩი
ფილიპ კრაინოვიჩი - რაფაელ ნადალი
ჰუბერტ ჰურკაჩი - დენის შაპოვალოვი
იან-ლენარდ შტრუფი - მილოშ რაონიჩი
ივო კარლოვიჩი - დომენიკ ტიემი
კაილ ედმუნდი - როჯერ ფედერერი
ჯონ იზნერი - კარენ ხაჩანოვი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული