ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) ინდიან უელსის 1/32 ფინალში მსოფლიოს 97-ე ჩოგანთან, ინდოელ პრაინეშ გუნესვარანთან დამარცხდა - 4:6, 7:6, 6:7.
მოგების შემთხვევაში ბასილაშვილს შეეძლო 47 170 აშშ დოლარი და 45 სარეიტინგო ქულა გამოემუშავებინა.
შემდეგ წრეში გუნესვარანის მეტოქე 40 წლის ხორვატი ივო კარლოვიჩი იქნება, რომელმაც თანამემამულე ბორნა ჩორიჩი 6:4, 7:6 დაამარცხა. კარლოვიჩის სიმაღლე 211 სანტიმეტრია და მსოფლიოს რეიტინგში 89-ე ადგილზეა.
ტურნირის საპრიზო თანხა 9 035 428 აშშ დოლარს შეადგენს.