ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგ "მაიამის მასტერსს" ნოვაკ ჯოკოვიჩიც გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის ღია პირველობის მერვედფინალში ესპანელ რობერტო ბატისტა-აგუტთან 6:1, 5:7, 3:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
რობერტო ბატისტა-აგუტი (ესპანეთი) - ჯონ იზნერი (აშშ)
ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა) - ბორნა ჩორიჩი (ხორვატია)
დენის შაპოვალოვი (კანადა) - ფრანსე ტიაფუ (აშშ)

კიდევ ერთ მეოთხედფინალში სამხრეთაფრიკელის, კევინ ანდერსონის მეტოქე რუს დანიილ მედვედევსა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს შორის გამარჯვებული იქნება.

მედვედევი-ფედერერის მატჩი დღეს, 27 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ტურნირის გამარჯვებული 1 354 010 დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

აღსანიშნავია,
რომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/8-ფინალში სწორედ კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დამარცხდა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ფელიკსმა ჩორიჩიც დაამარცხა და ნახევარფინალშია.
jumber
10:50 28-03-2019
0

სიახლეები პოპულარული