15 აპრილს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსში ჩაერთო, სადაც პირველ შეხვედრაში 1/32-ფინალურ ეტაპზე უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან სამ სეტში - 5:7, 6:3, 1:6 დამარცხდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე მე-12 ნომრად იყო განთესილი.
ტურნირის საპრიზო თანხა 5 207 405 ევროა.
მონტე-კარლოს მასტერსის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია. ესპანელ ჩოგბურთელს ტურნირი ყველაზე მეტჯერ - 11-ჯერ აქვს მოგებული.