ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
15 აპრილს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსში ჩაერთო, სადაც პირველ შეხვედრაში 1/32-ფინალურ ეტაპზე უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან სამ სეტში - 5:7, 6:3, 1:6 დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე მე-12 ნომრად იყო განთესილი.

ტურნირის საპრიზო თანხა 5 207 405 ევროა.

მონტე-კარლოს მასტერსის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია. ესპანელ ჩოგბურთელს ტურნირი ყველაზე მეტჯერ - 11-ჯერ აქვს მოგებული.

მკითხველის კომენტარები / 8 /
როდესაც აქ ვწერდი რომ ბასილაშვილი 100 გავარდებამეთქი ზოგ-ზოგოერთი ვითომ ჩოგბურთის მცოდნეები ბრაზდებოდნენ.ცივი წყალი დალიეთ მეგობრებო.კიდევ ერტელ ვიტყვი,რომ არ იცის ამ ბიჭმა არც მოწოდება და არც ბადესთან თამაში. პ.ს. ჩემი მეზობელი ყოველ ტურნირზე ბასილაშვილის წაგებაზე საკმაოდ დიდ თანხას დებს და მეუბნება სეზონის ბოლოს მაგარ მანქანას ვიყიდიო)))) და მჯერავს რომ იყიდის
ზაზა
10:42 16-04-2019
1
ხალხის სიყვარულიდან შეძულებამდე უფრო პატარა მანძილია ვიდრე ხალხის სიყვარულის მოპოვება
ნოდო
19:44 15-04-2019
3

სიახლეები პოპულარული