ნიკოლოზ ბასილაშვილის ბადე ბუდაპეშტის ტურნირზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 22 აპრილს სტარტს აიღებს უნგრეთის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში. როგორც ცნობილია, ბუდაპეშტში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ითამაშებს.

ნიკოლოზი განთესილთა შორისაა (მეოთხე ნომრად) და პირველ წრეს გამოტოვებს. 1/8-ფინალში კი მისი მეტოქე გერმანელ პიტერ გოიოვჩიკსა (85) და სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს (90) შორის გამარჯვებული იქნება.

პირველ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსის ფინალისტ დუშან ლაიოვიჩსა (24) და უნგრელ მათე ვალკუშს (323) შორის მოგებულს შეხვდება.

აღნიშნულ ტურნირზე ფავორიტი მსოფლიოს მე-7 ჩოგანი მარინ ჩილიჩი გახლავთ, რომელიც პირველ ნომრად არის განთესილი. მეორე ნომრად ასევე ხორვატი, მსოფლიოს მე-13
ჩოგანი ბორნა ჩორიჩია. მესამე ნომერი კი ამ შეჯიბრის შარშანდელი ტრიუმფატორი მარკო ჩეჩინატო (16) გახლავთ.

ნიკოლოზს შეუძლია ამ ტურნირის მოგება, დაუმარცხებელი არცერთი ხორვატი არაა, არც ჩეჩინატო. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, ნახევარფინალში ჩილიჩთან მოუწევს შეხვედრა, სწორედ მარინი გახლავთ ბადის მის ნაწილში.

აღნიშნულ ტურნირში ბასილაშვილმა შარშანაც ითამაშა და მეოთხედფინალში გავიდა. შესაბამისად, ქართველ ჩოგბურთელს მინიმუმ იგივე მიღწევის გამეორება მართებს, რომ სარეიტინგო ქულები არ დააკლდეს.

ბუდაპეშტის ტურნირი 250-იანთა კატეგორიაში შედის და მისი საპრიზო ფონდი 540 310 ევროა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
1 თუ არა 2 წრეში გავარდება. სირცხვილია რო ეგ 19 რეიტინგში,თუმცა სეზონის ბოლოს 50 არ იქნება
dato
12:17 23-04-2019
4

სიახლეები პოპულარული