ნიკოლოზ ბასილაშვილმა გოიოვჩიკს ორი მარცხის შემდეგ რევანში აუღო

AutoSharing Option
23 აპრილს, ბუდაპეშტის ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მსოფლიოს 85-ე ჩოგანი, გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი 6:3, 0:6, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილი გოიოვჩიკს აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა.

ბასილაშვილი ტურნირზე განთესილთა შორისაა და ამიტომ ჩაერთო მეორე წრიდან. ნიკოლოზის მეტოქე მეოთხედფინალში იტალიელ იანიკ სინერსა და სერბ ლასლო ჯერეს შორის გამარჯვებული იქნება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 586 140 ევროა, გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს რეიტინგში მისთვის სარეკორდო, მე-16 ადგილზე აღზევდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ ნიკოლოზ!!! წარმატებები!!!
დათო
18:54 25-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული