გამარჯვებით დაიწყო რომის მასტერსი საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც მარტონ ფუჩოვიჩი კარიერაში მეორედ დაამარცხა, პირველად ამის გაკეთება მან 2015 წელს უიმბლდონის ტურნირზე მოახერხა.
ქართველს მეტოქეს ორ სეტში - 6:1, 7:6(7:2) სძლია.
ეს ბასილაშვილსა და ფუჩოვიჩს შორის, მეექვსე დაპირისპირება იყო, ბოლო ოთხ შემთხვევაში კი გამარჯვება უნგრელ ჩოგბურთელს დარჩა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და სერბ ლასლო დიერეს შორის გამარჯვებული იქნება.