ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს ჯერეც ზედ მიაყოლა - შემდეგი მეტოქე ნადალია? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რომის მასტერსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მსოფლიოს 32-ე ჩოგანს, უნგრული წარმოშობის სერბს, ლასლო ჯერეს 7:5, 6:4 მოუგო.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა გაინაღდა და 64 225 ევრო გამოიმუშავა.

ბასილაშვილი ჯერეს აქამდე სამჯერ შეხვდა, ერთხელ მოუგო, ორჯერ კი დამარცხდა, ბოლოს ბუდაპეშტის ტურნირზე სამ სეტში.

რომის მასტერსის პირველ წრეში ბასილაშვილმა მარტონ ფუჩოვიჩი ორ სეტში დაამარცხა, მერვედფინალში კი რაფაელ ნადალსა და ჯერემი ჩარდის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნადალისა და ჩარდის შეხვედრა 15 მაისს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ ყველა წარმატებას, რასაც შენთვისაც და ჩვენთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გისურვებ ნადალის დამარცხებას. ის ისეთივე მრისხანე აღარ არის, როგორც ადრე იყო.
ამის მოხერხება მხოლოდ ძალების მაქსიმალური კონცენტრაციით და იღბალიც თუ ჩვენ მხარეს იქნა მაშინაა შესაძლებელი.
გია
15 მაისი 2019 13:43
1
ნადალს პირველი სეტი მოუგე ნიკოლოზ და დანარჩენს შესვენებაზე მოგწერთ
ბადრი, უსუფი, ამირან ...
15 მაისი 2019 10:43
0
ყოჩაღ ნოკოლოზ, ბოლომდე მიაწექი! ძლივს ფორმაში შედის. ამ ქულების დარიცხვისა ვერ გავიგე, 1930 ჰქონდა და მატების ნაცვლად აკლებენ?
Iasoni
15 მაისი 2019 08:34
1
ყოჩაღ ნიკას!!! ძნელ შეხვედრაში გაიმარჯვა!!! საშინელი ქარი იყო და ძალიან ძნელია ამ დროს დარტყმის კონტროლი!!! ძალიან გაგვახარე!!! წარმატებები!!!
დათო
14 მაისი 2019 23:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული