ნიკოლოზ ბასილაშვილი: არ ვამჟღავნებდი, მაგრამ ჩემში ემოციები დუღდა

AutoSharing Option
ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში ალეკსანდრ ზვერევის დამარცხების შემდეგ კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილმა გააკეთა:

"არა მგონია, რომ მშვიდად ვიყავი, ჩემში ემოციები დუღდა. შესაძლოა, მე ამას არ ვამჟღავნებდი. მესამე სეტში ძალიან ცუდად ვაწოდებდი და ეს ჩემში ემოციებს აღვიძებდა. თან, ბოლო სეტის მიმდინარეობისას ძალიან შევიბოჭე.

თუმცა, მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ტაი-ბრეიკზე 2:5-იდან ამოვქაჩე. ასეთი რამ იშვიათად მომიხერხებია და სწორედ ამიტომ ვარ ძალიან კმაყოფილი.

ტაი-ბრეიკისას სრულად კონცენტრირებული ვიყავი ბურთსა და თამაშზე. ვფიქრობ, საშა ძალიან შებოჭილი და ემოციური იყო".

მკითხველის კომენტარები / 4 /
სწორედ ეს ემოციები უშლის ხშირად ხელს ნიკას.თან დაფარული ემოცია,ხომ კიდევ უფრო სძაბავს ადამიანს.გუშინ დასძლია და გაიმარჯვა.გილოცავ ნიკა მაგარ გამარჯვებას და ასევე განაგრძე.რაც შეეხება ღირსებას,ეს ადამიანს შიგნიდან მოსდის და ნიკას უხვად აქვს მომადლებული.
სოსო
28 ივლისი 2019 09:19
0
ყოჩაღ ბიჭო. ათეულში თუ შევიდა მაგარია.
ddgfdf
28 ივლისი 2019 04:10
0
ნიკა ალბათ ერთ-ერთი მოთამაშეა , ვინც კორტზე ღირსეულად იქცევა!!! ყოველთვის პატივსცემს მეტოქეს!!! გეიმებს შორის ბადესთან ყოველთვის უთმობს გზას მოწინააღმდეგეს!!! ეს ზრდილობა ალბათ ოჯახიდან მოდის და პატივისცემას იმსახურებს მისი ასეთი ქცევა!!! აქედან გამომდინარე , მოწინააღმდეგეც ასევე ეპყრობა მას!!! ზვერევი როცა აგებს მეტოქეს ზერელედ ან თითქმის არ ულოცავს და არ ემშვიდობება!!! დღეს ზვერევმა ეს ცერემონია მაქსიმალურად კარგად შეასრულა!!! ნიკას თვით კირიოსიც კი, რომელსაც აგდებული ჰყავს თითქმის მთელი ტური, ვერ გაუბედავს , რომ რამე ზედმეტი აკადროს!!! ასეთი მაგარი ქართველი გვყავს ჩვენ ატპ-ში, რომელიც ჩვენგან მხოლოდ მადლობას და პატივისცემას იმსახურებს!!!
დათო
28 ივლისი 2019 01:41
0
ამაზე კარგად ვერ დავწერ, საღოლ!:)
emigranti
28 ივლისი 2019 02:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული