ანდრეი რუბლევი: ამ ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ზედიზედ მეორედ გამარჯვება გასაოცარია

AutoSharing Option
ჰამბურგის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილთან წაგების (5:7, 6:4, 3:6) შემდეგ კომენტარი რუსმა ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლევმა გააკეთა:

"ჩემთვის ეს კარგი კვირა იყო. ჩემს კარიერაში საუკეთესო. რა თქმა უნდა, ფინალში წაგება ყოველთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ ნიკოლოზმა ძალიან კარგად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა.

მან აქ ზედიზედ მეორედ იმარჯვა და ეს გასაოცარია. ამის მიღწევა ძალიან ძნელია. ფსიქოლოგიურად რთულია, მან კი მოახერხა. დაუჯერებელია".

ჰამბურგის ტურნირი 1892 წლიდან ტარდება და ტიტული ბასილაშვილის გარდა მხოლოდ როჯერ ფედერერმა დაიცვა - ის მიჯრით ჩემპიონი 2004 და 2005 წლებში გახდა. ამას
გარდა, კიდევ ორჯერ მოიგო (2002 და 2007 წლებში).

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტიმის გამოთიშისთვის მადლობა ქართველებმა რა პონტში უნდა ვუხადოთ რა მოგებული თანხის წილში ვართ? ხოლო თუ მაგარია რუბლიოვმა როგორ გამოაგდო.
ჯერ გაიაზრე და მერე წერე
29 ივლისი 2019 16:30
10
... ეს ძალიან ძნელი გასაგებია!!! მძიმე შემთხვევააა!!!
დათო
01 აგვისტო 2019 16:39
0
ჰამბირგის ტურნჯრზე , ფედერერის და ნიკას გარდა, ტიტული ასევე დაიცვა უკრაინელმა ანდრეი მედვედევმა 1994-95 წლებში!!!
დათო
29 ივლისი 2019 11:57
0
და კიდევ ამერიკელმა ედი დიბსმა 1973-74 წლებში...
პასკალი
29 ივლისი 2019 12:57
0
რუბლიოვს მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის!!! და მაადლობა, რომ მან ტიმი ( ნადალის შემდეგ თიხნარის საუკეთესო მოთამაშე) გამოთიშა ტურნირს!!!
დათო
29 ივლისი 2019 11:17
0
Sagol shen da fedia)))gaisad mesamejer da marto shen iknebi
Robi
29 ივლისი 2019 02:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული