ჰამბურგის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილთან წაგების (5:7, 6:4, 3:6) შემდეგ კომენტარი რუსმა ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლევმა გააკეთა:
"ჩემთვის ეს კარგი კვირა იყო. ჩემს კარიერაში საუკეთესო. რა თქმა უნდა, ფინალში წაგება ყოველთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ ნიკოლოზმა ძალიან კარგად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა.
მან აქ ზედიზედ მეორედ იმარჯვა და ეს გასაოცარია. ამის მიღწევა ძალიან ძნელია. ფსიქოლოგიურად რთულია, მან კი მოახერხა. დაუჯერებელია".
ჰამბურგის ტურნირი 1892 წლიდან ტარდება და ტიტული ბასილაშვილის გარდა მხოლოდ როჯერ ფედერერმა დაიცვა - ის მიჯრით ჩემპიონი 2004 და 2005 წლებში გახდა. ამას
გარდა, კიდევ ორჯერ მოიგო (2002 და 2007 წლებში).