კორეელი ჩოგბურთელი, რომლის სახელი და გვარი მშობლიურ ენაზე გამოითქმის, როგორც ლი დოფ შიი (212), გახდა პირველი სმენადაქვეითებული ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ლი დოფ შიიმ კომენტარი atptour-თან გააკეთა.
"მოგების შემთხვევაში, მომდევნო თამაშზე იმავე ტანსაცმელში გავდივარ. თუკი წავაგე, შემდეგ ტურნირზე სხვა ფორმით ვთამაშობ. როცა ვბრაზდები, მაშინ თვალებს ვხუჭავ და ღრმად ჩავისუნთქავ ხოლმე და საკუთარ თავს ვეუბნები: "მე ეს შემიძლია".
მიჭირს თუ არა მწვრთნელთან მუშაობა? ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ. როცა ჩვენ ირგვლივ ადამიანები არ არიან, მაშინ
შეტყობინებებს ვცვლით. რაც შეეხება მსაჯს, მასთან ურთიერთობა ნაკლებად მიწევს, მხოლოდ აუტთან დაკავშირებული სადავო სიტუაციების დროს.
ის ფაქტი, რომ არ მესმის, ვფიქრობ, ჩოგბურთის თამაშში მეხმარება. მე შემიძლია უფრო მეტად კონცენტრირებული ვიყო და უფრო მეტად ვეცადო, მოვიპოვო გამარჯვება", - გადმოსცემს ლის სიტყვებს ტურის ოფიციალური ვებგვერდი.
უინსტონ სალემის 250-იანი კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში ლიმ შვეიცარიელი ჰენრი ლაკსონენი (120) დაამარცხა, მეორე ტურში კი პოლონელი ჰერბერტ ჰურკაჩის (41) წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და 2 სეტში დამარცხდა - 4:6, 0:6.