ATP Cup დაიწყო: ფავორიტებმაც პირველი მარცხი განიცადეს

AutoSharing Option
დღეს, 3 იანვარს, ავსტრალიაში ATP Cup-მა ისტორიაში პირველი სტარტი ბელგიელი დარცისისა და მოლდოველი კოზბიმოვის მატჩით აიღო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბელგიამ იოლად, ორ მატჩში დაამარცხა მოლდოვის გუნდი. დაცისმა კოზბიმოვს მოუგო, გოფინმა - ალბოტს.

მეორე შეხვედრა საბერძნეთისა და კანადის გუნდებს შორის გაიმართა. ოჟე ალიასიმმა (21) ადვილად დაამარცხა პერვოლარაკისი (487) - 6:1, 6:3. მეორე მატჩში კი მსოფლიოს მე-6 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი დენის შაპოვალოვთან (15) 2 სეტში დამარცხდა - 6:7, 6:7 და საბერძნეთმა პირველი მარცხი გაიფორმა.

მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ნორვეგიისა და ამერიკის შეერთებული შტატების
გუნდები შეხვდნენ. პირველ მატჩში ამერიკელმა ფრიცმა (32) დურაშოვიჩს (332) 2 სეტში მოუგო - 6:2, 6:2. მეორე შეხვედრაში კი ნორვეგიელმა იმარჯვა: რუუდმა (54) 3 სეტში მოუგო ჯონ ისნერს (19) - 6:7, 7:6, 7:5 და ანგარიში გაათანაბრა. ამ ორ ქვეყანას შორის გამარჯვებული წყვილთა შეხვედრაში გამოვლინდება.

დღეს კიდევ 3 დაპირისპირება შედგება: იტალია რუსეთს შეხვდება, გერმანია - ავსტრალიას, დიდი ბრიტანეთი - ბულგარეთს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული