სტუმრები შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად ნერესმა დააწინაურა. შემდეგ მასპინძელთა შემტევმა კინმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მიიჩნია, რომ ბურთის მიღების მომენტში ხელით ითამაშა და გოლი არ ჩათვალა. 54-ე წუთზე ანგისას მოპოვებული პენალტი ლუკაკუმ გამოიყენა, მერე დე ხეას კარი მაკტომინეიმ დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეხვედრის დასასრულს ნეაპოლელთა მცველმა ოლივეირამ ტრავმა მიიღო და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 44 ქულით ლიდერია და 12 იანვარს „ვერონას“ მიიღებს.
ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 ნერესი (30), 0:2 ლუკაკუ (54, პენ), 0:3 მაკტომინეი (68)
Arrivederci. მუდამ მოღუშული კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობება - იტალიელი ჟურნალისტები