21 იანვარს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (26) ავსტრალიის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში გაიმარჯვა.
ქართველი ჩოგბურთელი კორეელ სუნუ ქვონს (83) შეხვდა და დაძაბულ მატჩში 5 სეტში, ანგარიშით 6:7, 6:4, 7:5,3:6, 6:3 დაამარცხა.
ნიკოლოზმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შარშანდელ გათამაშებაში 2 ეტაპი გადალახა და შესაბამისად, ქულებიც დასაცავი აქვს. 2019 წლის გათამაშებაში ბასილაშვილი მესამე წრეში მსოფლიოს უკვე მე-7 ჩოგან სტეფანოს ციციპასთან 4 სეტში 3:6, 6:3, 6:7, 4:6 დამარცხდა.
მეორე წრეში ბასილაშვილს ესპანელი ვეტერანი 36 წლის ფერნანდო ვერდასკოს (51) შეხვდება.
მეორე წრეში ბასილაშვილს ესპანელი ვეტერანი 36 წლის ფერნანდო ვერდასკოს (51) შეხვდება.
ძალიან უხერხული მეტოქე იყო ეგ კორეელი, მაგრამ მაინც ვაჯობეთ.
აბა წარმატებები ვერდასკოსთან.
იმედია ისევ გაგვახარებ.