მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა, გერმანელმა ალეკსანდრ ზვერევმა Australian Open-ის 1/4-ფინალში შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა დაამარცხა და კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ნახევარფინალში.
ზვერევმა, რომელმაც ჩოგბურთის ფანებს თავი წლის დასაწყისში მამის გინებით დაამახსოვრა, ტიტულოვან მეტოქეს 4 სეტში სძლია: 1:6, 6:3, 6:2, 6:4.
ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ზვერევი არც ისე კარგ ფორმაში ჩავიდა. 22 წლის ჩოგბურთელმა ATP Cup-ზე ყველა შეხვედრა წააგო და ნათამაშებ 7 სეტში 31 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მელბურნის კორტებზე კი ზვერევმა 16 სეტი ითამაშა და მხოლოდ 11 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
შეჯიბრების დაწყების წინ
ზვერევმა განაცხადა, რომ ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში მთელ მოგებულ თანხას ტყეების აღდგენისთვის გადარიცხავდა. მაშინ ნაკლებად თუ ვინმე ელოდა ზვერევის ნახევარფინალში გასვლასაც კი, ახლა კი ტიტულამდე 2 მატჩი აშორებს...
საშა ზვერევმა მამას შუა კორტზე აგინა, ის კი ატირდა