ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 29-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის პირველ წრეში მსოფლიოს 62-ე ჩოგანი, ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი 3 სეტში დაამარცხა - 5:7, 7:6, 6:3.

პირველი სეტი საკმაოდ არეულად წარიმართა. მიუხედავად მეტოქის მოწოდებაზე გაკეთებული 2 ბრეიკისა, ნიკოლოზმა საკუთარი ჩაწოდება 3-ჯერ წააგო და საბოლოოდ სეტიც დათმო. მეორე სეტმა კი ბრეიკების გარეშე ჩაიარა და ქართველმა ლიეტუველს ტაი-ბრეიკზე აჯობა. მესამე სეტში ბასილაშვილმა პირველ და ბოლო (მე-9) გეიმში მეტოქის მოწოდება მოიგო და შეხვედრაშიც გაიმარჯვა.

ნიკოლოზი ამ მოგებით შეჯიბრების 1/8-ფინალში გავიდა, სადაც გერმანელ შტრუფს შეხვდება.

ბასილაშვილი დუბაის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა" style="height: 50px; width: 50px;" />ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს იწყებს - შარშან იქ 1/4-ფინალში გავიდა




მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯობდა აგუტს შეხვედრილიყო
!!
26 თებერვალი 2020 09:45
0
ნამდვილად სჯობდა, გუშინდელ აგუტს შეხვედროდა!!!
დათო
26 თებერვალი 2020 11:54
0
ყოჩაღ ნიკა!!! გაგვახარე ძალიან!!! ნიკა შემდეგ წრეში შტრუფს ხვდება, რომელმაც კარგი თამაშით მოუგო შეხვედრის ფავორიტს , ბაუტისტა აგუტს ორ სეტში !!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
25 თებერვალი 2020 23:49
10
მაგარი კაცი ცოტა აკლია ფორმაში შესასვლელად და დარწმუნებული ვარ 20 დაბრუნდება წარმატებები
ჯიგარ
25 თებერვალი 2020 23:28
8
რა მოხდა მესამე სეტში ვერ გავიგე. რატომ იყო ბასილა მეტოქეზე უკმაყოფილო და რას თხოვდა მსაჯს.
LADO58
25 თებერვალი 2020 23:05
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული