ნადალის ბიძა: რაფას ჩოგბურთი ახლა სულ ფეხებზე ჰკიდია

AutoSharing Option
ტონი ნადალმა, "ბარსას" ლეგენდის, მიგელ ანხელ ნადალის ძმამ და მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავ რაფა ნადალის ბიძამ, რომელიც ერთ დროს მას წვრთნიდა კიდეც, კორონავირუსის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"რაფას ველაპარაკე და მითხრა, რომ ახლა ჩოგბურთი სულ ფეხებზე ჰკიდია. ეს ლოგიკურიც არის. როგორ უნდა ითამაშონ ჩოგბურთი ამ ვითარებაში? ეს უაზრობა იქნებოდა.

სანამ უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება, ჩოგბურთს არავინ ითამაშებს. არ ვიცი, რა მოხდება, თუ მეორე ტალღა ოქტომბერში დაგვატყდება თავს. რამდენი ქვეყნის საზღვარი დაიკეტება? რამდენი ხანი გაგრძელდება კარანტინი? წარმოდგენა არ მაქვს.

ჩოგბურთი ისეთი სპორტია, რომელშიც
ბევრ ადამიანს უწევს მოგზაურობა. აქედან გამომდინარე, ის ყველამ დავივიწყეთ. ახლა ჩოგბურთი მეორეხარისხოვანია, მნიშვნელობა კორონავირუსს აქვს და არა სპორტს", - განაცხადა ტონი ნადალმა.

მომზადებულია Tennis 365-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული