შენ მდიდარი ხარ, პირადი მწვრთნელი გყავს, ჩვენ ვიზასაც არ გვაძლევენ - ალჟირელი ჩოგბურთელის ემოციური მიმართვა მსოფლიოს მე-3 ჩოგანს

AutoSharing Option
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაახმოვანა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, წამყვანი ჩოგბურთელები საკუთარი ნებით დაეხმარებოდნენ რეიტინგის ქვედა ნაწილში მყოფ მოთამაშეებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეექმნათ.

მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა დომინიკ ტიმმა კი საპასუხოდ თქვა, რომ ვერ ხედავდა აზრს, რატომ უნდა მიეცა თავისი ფული იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც არაფრით გამოირჩევიან და დიდი ნაწილი პროფესიონალიც კი არ არის.

ავსტრიელის ამ კომენტარს მსოფლიოს 620-ე ჩოგანი, ალჟირელი გოგონა ინეს იბუ გამოეხმაურა და ტიმს "ინსტაგრამის" საკუთარი გვერდიდან მიმართა.

"როცა შენი განცხადება მოვისმინე,
დავფიქრდი, როგორი იქნებოდა ჩემი კარიერა და ზოგადად, ცხოვრება, შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი. როგორია, იყო დომინიკ ტიმი, რომელიც ჩოგბურთის მწვრთნელის ოჯახში დაიბადა? მე ალჟირში გავიზარდე, არც ისე მდიდარ ოჯახში. ჩემს მშობლებს ჩოგბურთთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. თუმცა, მათ ძალიან ბევრი რამ გაიღეს და ისინი სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს.

თუ მშობლებს არ აქვთ საკმარისი თანხა, იქნებ ადგილობრივი ფედერაციები დამეხმარონ? უპს! შენ იცი, რომ ალჟირში არცერთი ITF, ATP ან WTA შეჯიბრება არ ტარდება? აქ საერთაშორისო დონის 1 მწვრთნელიც კი არ არის, არაფერს ვამბობ კორტების დონეზე. არასწორად არ გამიგო, მე ამ პრობლემებს არ შევუჩერებივარ.

ბევრი ახალგაზრდული შეჯიბრება მოვიგე, ITF-ის ახალგაზრდული რეიტინგის სათავეში მოვხვდი. თქვენს დიდებულ სამყაროში რომ ვცხოვრობდე, უამრავი სპონსორი მეყოლებოდა, ფედერაციაც იზრუნებდა ჩემზე, თუმცა ასე არ ხდება.

ჩემს ქვეყანაში საუკეთესო ახალგაზრდა ჩოგბურთელი ვიყავი, თუმცა არცერთი თეთრი არ მქონია. ირონიულია, არა?! არა მგონია, იგივე რამ მომხდარიყო შენს ან ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. როცა კარიერის დასრულებას ვაპირებდი, მე დახმარების ხელი გამომიწოდეს. ამის შემდეგ დავბრუნდი სპორტში და ზრდასრულთა დონეზეც გადავედი.

ახლა 21 წლის ვარ და ტოპ 600-თან ახლოს ვტრიალებ. ძველებურად, საკუთარი ოცნებისკენ მივილტვი, რის გამოც ყველაფერს დავთმობდი. მაინტერესებს, როგორია, როცა პერსონალური მწვრთნელი გყავს, ფიზიოთერაპევტი, ფსიქოლოგი? მე კი მთელ მსოფლიოში მარტო დავდივარ, ყველაზე იაფფასიანი ბილეთების ფულს ვეძებ, ვიზების მოსაკრებელს. სხვათა შორის, ვიზაზე უარს ხშირად მეუბნებიან.

ჩემი კარიერის ბედი კორტზე ჩემი თამაშით უნდა გადაწყდეს და არა ჩემი ფინანსური შესაძლებლობებით. ეს სავსებით უსამართლოა. თუმცა არ ვწუწუნებ, ჩუმად ვაგრძელებ ბრძოლას ყოველდღე.

საყვარელო დომინიკ, შენგან განსხვავებით, ძალიან ბევრი ისე ცხოვრობს, როგორც მე. შენთვის არაფერი არავის უთხოვია. ინიციატივა მაღალი სულიერების მქონე სპორტსმენებიდან წამოვიდა, რომლებმაც თანაგრძნობა გამოიჩინეს. ჩოგბურთელების დახმარებით, თქვენ ამ სპორტის გადარჩენა შეგიძლიათ.

გავიმეორებ, შენთვის არაფერი გვითხოვია, გარდა მცირე პატივისცემისა ჩვენი ცხოვრების მიმართ", - განაცხადა ჩოგბურთელმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველა სფერო ანალოგიურადაა, მაშინ დაეხმარონ ავსტრიელი, ფრანგი და ასე შემდეგ რავიცი კიდე ტაქსის მძღოლები ქართველ მძღოლებს, იქაურმა მშენებლებმა გამოუგზავნონ ფული აქაურებს, იქაურმა ვალუტჩიკებმაც აქაურებს, სანტეხნიკებმა - სანტეხნიკებს და ვიქნებით შესანიშნავად, შესანიშნავი იდეაა..)))
11 მაისი 2020 19:00
11
თქვენ ვერ გამოიტანეთ წაკითხულიდან შინაარსი,აქ ამ გოგონამ რამოდენიმეჯერ ახსენა ჩვენ თქვენ არ გთხოვთ თახმარებას,უბრალოდ პატივისცემას ითხოვს და სულიერად ვინც ძლიერია და თავისი ნებით დაეხმარებაო დანარჩენებს იმათ მაინც ნუ შეუშლით ხელსო. ეს გოგონა არავის არ ავალდებულებს გინდა თუ არა დაეხმაროს მათ.ამიტომაც ღირს ცხოვრება,რომ იბრძოლო,მიზნისკენ იარო,წაიქცევი,ისევ ადგე და გააგრძელო ცხოვრება.მიყვარს მებრძოლი ხალხი,რომელიც არასოდეს ნებდება
სამწუხაროდ
11 მაისი 2020 21:23
2
ამაზე იტყვიან იტყვიან ტექნიკურად და..ვაო ))))
SL
11 მაისი 2020 18:14
2
ჩემი გაგებით, ადამიანების დახმარება აუცილებელია, როცა მდიდარი ხარ. მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. ჩოგბურთია ბოლოსდაბოლოს. შიმშლობაზე რომ იყოს საუბარი, მაშინ მართლა დასაგმობი იქნება ადამიანს რომ ხელს არ გაუწოდებ, მაგრამ არ უნდა ამ დომინინიკ ტიმს ჩოგბურთში სხვების დახმარება და მოკალი. აქვს უფლება არ უნდოდეს!! აქვს ნამდვილად.
არ მესმის ამ ალჟირელის გესლიანი ირონიით სავსე პასაჯები. რა ქნას დომინიკ ტიმმა, არ მოიგოს და არ იშოვოს რაც შეუძლია? ნუ იბოღმებიან წარუმატებელი ტიპები. ალჟირი რომ ჩამორჩენილი ქვეყანაა დომინიკ ტიმის ბრალია??
11 მაისი 2020 15:38
31
სწორია ეს გოგო. საქართველოშიც იგივე სიტუაციაა. უამრავი უნიჭიერესი სპორტსმენი, უფულობის, უყურადღებობის და სხვა ათასი პრობლემის გამო რომელიც განვითარებულ ქვეყნებში არ აქვთ, ვერ ახერხებს თავისი შესაძლებლობების განვითარებას. ვინ იცის რამდენი ადამიანის ოცნება დაიმსხვრა იმის გამო, რომ საქარველოში, ალჯირში, ან სხვა ღარიბ ქვეყანაში დაიბადა.... რამდენმა იშრომა თავდაუზოგავად და არ დაუფასდა იმის გამო რომ ღარიბ ქვეყანაში დაიბადა.
Tbilisi
11 მაისი 2020 14:56
1
ყოჩაღ გოგო...
არა მკითხე მოამბე
12 მაისი 2020 13:13
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული