ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: ეს რა გაგვიკეთა დიმიტროვმა!

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ, სრჯან ჯოკოვიჩმა Adria Tour-ის მონაწილე ჩოგბურთელებს შორის კორონავირუსის გავრცელება ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს დააბრალა.

"ახლა თავს კარგად არავინ გრძნობს, თუმცა ამ ისტორიიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ჩემი აზრით, დამნაშავე დიმიტროვია, ზადარში ტესტის გაკეთებაზე უარი სწორედ მან თქვა.

ის კორონავირუსით დაინფიცირებული ჩამოვიდა. ღმერთი უწყის, თვითონ სად დაინფიცირდა. მან დიდი დარტყმა მიაყენა ხორვატიას, სერბეთსა და ნოვაკის ოჯახს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით ზადარში შეჯიბრების მომავალში ჩატარებით", - ციტირებს სრჯანს Tennis World USA.

Adria Tour-ი საგამოფენო მატჩების
სერიიდან შემდგარი შეჯიბრება იყო, რომელიც რამდენიმე ბალკანურ ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ტურნინი ბოლომდე ვერ მივიდა, რადგან მონაწილე ჩოგბურთელების დიდ ნაწილს კორონავირუსი დაუდგინდა, მათ შორის, მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს.

altმსოფლიოს პირველ ჩოგანს კორონავირუსი დაუდასტურდა

altკრიშტიანო რონალდო ჯოკოვიჩის მწვრთნელი გახდა და მაღლა ახტომას ასწავლის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
არასწორი საქციელია!!! დიმიტრივი სპეციალურად ჩამოვიდა ტურნირზე ნოვაკის მოწვევით!!! როგორც სხვა სტატიაში წავიკითხე, დიმიტროვის მენეჯერი ამბობს, რომ ტესტის გაკეთება არავის მოუთხოვია!!! ვინ ვის გადადო ამის დადგენა შეუძლებელია!!! სხვათაშირის ჯოკოვიჩის მამა ახასიათებს ასეთი გამოხტომები, ვითომ ნოვაკს იცავს და ამავე დროს მის იმიჯს აზიანებს!!! ტურნირი იყო არასწორად ორგანიზებული, სპორტსმენებოს ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით!!!
დათო
23:27 24-06-2020
0
მამა-შვილი ორივე მზეა!!!
Musenbezi
21:47 24-06-2020
1

სიახლეები პოპულარული