პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 8 თებერვალს, ჩოგბურთის სეზონის პირველი დიდი სლემი "ავსტრალიის ღია პირველობა" დაიწყო. 

უმეტესწილად, ფავორიტებმა პირველი ეტაპი მარტივად გადალახეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მცირედი სენსაციაც დაფიქსირდა.

პირველი შეხვედრა ფედერიკო კორიასა და მილოშ რაონიჩს შორის გაიმართა. კანადელმა რაონიჩმა მარტივად, 3 სეტში 6:3 6:3 6:2 იმარჯვა. 

პირველივე წრიდან გამოეთიშა ATP-ის მე-11 ჩოგანი გაელ მონფილსი, რომელმაც ფინელ ემილ რუუსუვუორთან 5-მატჩიანი დრამა შემოგვთავაზა. მატჩის საბოლოო შედეგი კი 6:3 4:6 5:7 6:3 3:6 გახლავთ. 

პირველი ბარიერი ადვილად გაიარა შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ, რომელმაც პორტუგალიელ პედრო სოუზას 6:3
6:2 6:4 სძლია. 

გულშემატკივარმა 4 საათ და 15-წუთიანი დრამა იხილა მარტონ ფუქსოვიჩისა და მარკ პოლმანსის დაპირისპირებაში. საბოლოოდ, გამარჯვებული ფუქსოვიჩი გახდა, რომელმაც მოწინააღმდეგე 4:6 6:3 6:1 6:7 6:3 დაამარცხა. 

ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ATP-ის მე-3 ჩოგანმა დომინიკ ტიმმა ავსტრალიის ღია პირველობა კარგად დაიწყო. პირველი მეტოქე ყაზახი მიხაილ კუკუშკინი გახლდათ. ტიმმა შეხვედრა სამ სეტში 7:6 6:2 6:3 დაასრულა. 

საქმეში ჩაერთო გერმანიის წარმომადგენელი საშა ზვერევიც, რომელსაც დღეს მარკონ ჟირონის ბარიერის გასავლელად 4 სეტი დასჭირდა. საშამ 6:7 7:6 6:3 6:2 იმარჯვა. 

პირველი წრის ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა იაპონელ კეი ნიშიკორისა და ესპანელ კარენო ბუსტას შორის გაიმართა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ შედეგმა მოლოდინი არ გაამართლა. ესპანელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 5:7 7:6 6:2 იმარჯვა. 

ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა ერთ დროს საუკეთესო ათეულში მყოფი მარინ ჩილიჩი უპრობლემოდ, სეტის წაუგებლად დაამარცხა. მატჩის საბოლოო შედეგი 6:4 6:2 7:6 გახლდათ. 

გაიმარჯვა კანადელმა ვარსკვლავმა ოჟე ალიასიმმაც, რომელმაც გერმანელი კედრიკ მარსელ სტრებე 3 სეტში 6:2 6:4 6:2 დაამარცხა. 

მოიგო არგენტინელმა დიეგო შვარცმანმაც, რომლის დღევანდელი მეტოქეც შვედი ელიას იმერი გახლდათ. დიეგომ 7:6 6:4 2:6 6:2 იმარჯვა. 

საქმეში მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი ნიკ კირგიოსიც ვიხილეთ, რომელმაც პორტუგალიელი ფერეირა სილვა 3 სეტში 6:4 6:4 6:4 დაამარცხა. 

1 საათსა და 35 წუთში გადალახა ფრანგი ჟერემი შარდის ბარიერი ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც შეხვედრა 6:3 6:1 6:2 დაასრულა. 

თითქმის 4 საათი გაგრძელდა ახალგაზრდა ჩოგბურთელების, დენის შაპოვალოვისა და ჯენიკ სინერის დაპირისპირება. საბოლოოდ, გამარჯვებული შაპოვალოვი გამოდგა, რომელმაც იტალიელი მეტოქე 3:6 6:3 6:2 4:6 6:4 დაამარცხა. 

რაც შეეხება ქალთა ჩოგბურთს, თავისი პირველი შეხვედრა მოიგო ვინუს ვილიამსმა, რომელმაც ბელარუსი კირსტენ ფლიპკენსი 7:5 6:2 დაამარცხა. 

57 წუთში იმარჯვა სერენა უილიამსმა, რომელმაც ლაურა სიგემუნდი 6:1 6:1 დაამარცხა. 

მოულოდნელად დამარცხდა ანჟელიკა კერბერი, რომელმაც შეხვედრა ამერიკელ ბერნანდა პერასთან დათმო. პერამ 6:0 6:4 მოიგო. 

თავისი პირველი შეხვედრა მოიგო WTA-ს მე-8 ნომერმა, კანადელმა ბიანკა ანდერესკუმ, რომელმაც დღეს რუმინელი მიჰაელა ბუჟარნეცუ დაამარცხა. შეხვედრა 6:2 4:6 6:3 დასრულდა. 

თავისი პირველი შეხვედრა მოიგო ჩეხმა პეტრა კვიტოვამაც, რომელმაც ბელარუსი გრეთხე მინენი 6:3 6:4 დაამარცხა. 

ზუსტად ერთ საათში იმარჯვა ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა, რომელმაც ლიზეტე კაბრერა 6:2 6:1 დაამარცხა. 

მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა, ბელარუსმა ანჟელიკა საბალენკამ სლოვაკი ვიკტორია კუზმოვა 2 სეტში 6:0 6:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

altძალიან დიდი უიღბლობა - ბასილაშვილს ავსტრალიაში ფორტუნამ ზურგი აქცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული