გილოცავთ - ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი დამაჯერებლად მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (13) ორ სეტში დაამარცხა. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტი ნოკოლოზმა მეტოქეს ტაიბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა და რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდება.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - კარიერაში ATP-ის ეგიდის მეოთხე ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს
(6:4, 6:2), ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2,) შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) და ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (7:6, 6:1)) სძლია.

მკითხველის კომენტარები / 42 /
სიტყვები არ მყოფნის,ბრავო,დაილოცოს შენი მარჯვენა,გაიხარე..............
კახა ქ.
13 მარტი 2021 21:23
0
მალადეც!
Nukri
13 მარტი 2021 21:17
0
ბაიაზე ვნერვიულობ თავს არაფერი მოუწიოს ემოციური ბოვშვია
ოღონდ მართლა
13 მარტი 2021 21:16
2
პირველ რიგში ნიკოლოზს და შემდეგ ყველას ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას! მაგრამ რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ისაა რომ აგუტი 13 ნომერია მსოფლიო რეიტინგში (ასე წერია სტატიაში ყოველ შემთხვევაში) და ნიკოლოზ გასილაშვილმა ასე დამაჯერებლად, რომ იტყვიან დიდი მარაგით მოუგო. ეს ნიშნავს ახალ სახელიან გარჯვებებს უნდა ველოდოთ მისგან მომავალში. წარმატებას ვუსურვებ ამაში და პირად ცხოვრებაში.
გიორგი
13 მარტი 2021 21:15
1
ყველას გილოცავთ, ნიკოლოზ- კაცი ხარ კაცური.როგორც იქნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში რაღაც დადებითი და პოზიტიური მოხდა ჩვენს ცხოვრებაში ( ტალახაძე მაგ რანგში გადის)
ჟორა
13 მარტი 2021 21:15
0
... გილოცავთ ყველას!!! მადლობა ნიკოლოზ ჩვენ გახარებისთვის!!! შენ ხარ გმირი!!! ამ ფინალში ყველაფერი იყო , ლამაზი თამაში, გაწონასწორებული და მძლავრი ნიკოლოზი, საქართველოს დროშა, შეიხები, მილიარდები, ნავთობი, ლამაზი თასი და ბოლოს ქართული ტექსტი , მიმართვა საყვარელ შვილ ლუკასს!!! ეს ხომ ბედნიერებაა, გენაცვალე შენ ნიკოლოზ და შენს მშობლებს , თენგოს , ასეთი კარგები რომ ხართ!!! დიდება და მადლობა უფალს, და ნიკოლოზის მფარველ ანგელოზს , წმ. ნიკოლოზს, რომ შეეწიეთ და დაეხმარეთ მართალ და წესიერ ადამიანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს!!!
დათო
13 მარტი 2021 21:14
0
რაო, ბაია/ბაბუც?
domenti
13 მარტი 2021 21:14
1
ვსიო ბაიააააა!! მოხსნეს დოჰას ტურნირიდან!!! მეტს აღარ ითამაშებს!!!:-))))))
buba
13 მარტი 2021 21:06
1
ყველას გილოცავთ!
შოკირებული გულშემატკივარი
13 მარტი 2021 21:05
1
ვულოცავ ნიკას და ყველა ადამიანს ვისაც დაეხარდა ნიკას წარმატება. შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო .
გოგა
13 მარტი 2021 21:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული