"ერმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული კაცი ვერ იქნება მოძალადე და იქვე დაასკვნა, რომ ლამაზი, მდიდარი და წარმატებული ქალიც ვერ იქნება მსხვერპლი.
ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს!" - წერს ბაია პატარაია.
ცნობისთვის, ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილს ყატარის ღია ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მას ბასილაშვილის მოძალადეობის არ სჯერა.
"ამ ტრიბუნიდანაც მსურს მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს,
როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ ყველამ, განსაკუთრებული ჟინით და შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.
ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას. არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ, ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებულნი ვიყავით.
მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის და წარმატებისთვის" - აღნიშნა ელისაშვილმა.
წყარო: AMBEBI