"ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვერ მი­უ­თი­თა..." - ბასილაშვილის ადვოკატი

AutoSharing Option
სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექიმ­მა ცალ­სა­ხად გან­მარ­ტა, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბო­და მხო­ლოდ მცი­რე­დი ეს­კო­რა­ცია კა­ნის აქერ­ცვლის სა­ხით; ის არ გა­ნიც­დი­და ტკი­ვილს და კი­თხვა­ზე, სა­ი­დან ჰქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვერ მი­უ­თი­თა, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­დას­ტურ­დე­ბა.

"დღეს და­კი­თხუ­ლი არ­ცერ­თი მოწ­მე
ცალ­სა­ხად არ მი­უ­თი­თებს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი არ ყო­ფი­ლან მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­სწრე­ნი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­მაც ცალ­სა­ხად გან­მარ­ტა, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბო­და მხო­ლოდ მცი­რე­დი ეს­კო­რა­ცია კა­ნის აქერ­ცვლის სა­ხით; ის არ გა­ნიც­დი­და ტკი­ვილს და კი­თხვა­ზე, სა­ი­დან ჰქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვერ მი­უ­თი­თა. ექი­მის ჩვე­ნე­ბი­დან ცალ­სა­ხად დგინ­დე­ბა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან 2020 წლის 21 მა­ისს არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. თი­თო­ე­უ­ლი სხდო­მის შემ­დგომ კი­დევ ერთხელ დგინ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რეს ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე შე­უძ­ლია მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­ძა­ხოს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი. რო­გორც კი ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­მო­ვა და დარ­ბაზ­ში და­ეს­წრე­ბა საქ­მის არ­სე­ბით გან­ხილ­ვას. სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ მისი მხრი­დან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, და­დას­ტურ­დე­ბა მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ.


alt"ნიკა გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან... ნეკას უთხრა, შენ აიძულეო" - რას იხსენებს დოროყაშვილის ნათესავი

altბასილაშვილის ადვოკატი: დოროყაშვილის ბიძაშვილმა განაცხადა, რომ ბასილაშვილის მხრიდან არასდროს განხორციელებულა ძალადობა მეუღლეზე

alt"ბასილაშვილმა ოცნების სახლი აიშენა, მოაწყო ყველანაირად და დაუტოვა..." - ახალი დეტალები ყოფილი წყვილის სკანდალურ საქმეში


მკითხველის კომენტარები / 8 /
სანამ ვიღაც ბაიას ნაირი ინტრიგნები იარსებებენ იქამდე ესეთი ამბები ქალების მხრიდან ბევრი იქნება, მითუმეტეს შეძლებულ ოჯახებში
giga
31 მარტი 2021 14:46
2
"თავისი წარმომავლობა" უნდა ყოფილიყო მაგ შემთხვევაში, თუმცა ნამდვილად ორაზროვანი სათაურია :)
et
31 მარტი 2021 21:28
0
ბაია პატარაია ვერ გევიგე?! კიდევ ერთხელ გაილუზერა თავი ქალბატონმა ბაიამ
:-)
31 მარტი 2021 12:59
0
ქალბატონმა ბაიამ! გადამეტებული ხომ არ არის? თუ ბანძმა ბაბუციმ!
სიმართლე.
05 აპრილი 2021 18:23
0
სათაურია მძლეთამძლე... რა აღარ ვიფიქრე და თურმე დაზიანების წარმომავლობაზე ყოფილა საუბარი...
ვოოტ
31 მარტი 2021 12:37
0
ესენი როდის მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ორივეს ძალიან, ძალიან ვნებს, ვნებს ბავშვს და ძალიან უარყოფით ემოციებს ტოვებს ყოველ ჩვენთაგანში. შერიგებას არავინ გთხოვთ, მაგრამ იქნებ სასამართლოს, პოლიციისა და ზედმეტი ხმაური გარეშე მორიგდეთ ორი ზრდასრული ადამიანი!
Irakli
31 მარტი 2021 12:13
11
ირაკლი ესენიო რომ ამბობ,ნიკა კი არ უᲩივის,ყოფილი ცოლი უᲩივის სასამარᲗლოᲨი და რა ქნას ბავᲨვი ზარალდება ამიᲗო და არ მივიდეს სასამარᲗლოᲨი?
ზურა
31 მარტი 2021 17:01
1
მე რაც წავიკითზე ამ თემაზე, ნიკას სწორედ რომ მაგის მცდელობა ჰქონდა. აჩუქა სახლი და საკმაოდ დიდი თანხა. სასამართოლოთი მაგ ყველაფერს ვერ წაიღებდა ცოლი. ჰქონდა მშვიდად მოგვარების მცდელობა და არ გამოუვიდა.

არცერთ კაცს არ აწყობს და მითუმეტეს ასეატ ცნობილ სპორტსმენს სკანდალები
ნიკას ჰქონდა მაგის მცდელობა
31 მარტი 2021 15:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული