სასწრაფო დახმარების ექიმმა ცალსახად განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა მხოლოდ მცირედი ესკორაცია კანის აქერცვლის სახით; ის არ განიცდიდა ტკივილს და კითხვაზე, საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანება, ნელი დოროყაშვილმა მისი წარმომავლობა ვერ მიუთითა, - ამის შესახებ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მისი უდანაშაულობა დადასტურდება.
"დღეს დაკითხული არცერთი მოწმე
ცალსახად არ მიუთითებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან განხორციელდა ძალადობრივი ქმედება, ვინაიდან ისინი არ ყოფილან მომხდარი ფაქტის შემსწრენი. მნიშვნელოვანი იყო სასწრაფო დახმარების ექიმის ჩვენება, რომელმაც ცალსახად განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა მხოლოდ მცირედი ესკორაცია კანის აქერცვლის სახით; ის არ განიცდიდა ტკივილს და კითხვაზე, საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანება, ნელი დოროყაშვილმა მისი წარმომავლობა ვერ მიუთითა. ექიმის ჩვენებიდან ცალსახად დგინდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან 2020 წლის 21 მაისს არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა. თითოეული სხდომის შემდგომ კიდევ ერთხელ დგინდება ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობა.
ბრალდების მხარეს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია მოწმის სახით გამოიძახოს ნიკოლოზ ბასილაშვილი. როგორც კი ექნება შესაძლებლობა, ჩამოვა და დარბაზში დაესწრება საქმის არსებით განხილვას. სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დადასტურდება მისი უდანაშაულობა", - აღნიშნა თეონა გვაზავამ.
არცერთ კაცს არ აწყობს და მითუმეტეს ასეატ ცნობილ სპორტსმენს სკანდალები