ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (37) კალიარის 250-ქულიანი ტურნირის 1/4 ფინალში მეხუთე ნომრად განთესილ გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41) 7:5, 4:6, 6:3 სძლია. მატჩი საათი და 34 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილი და შტრუფი აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქართველ ჩოგბურთელს ორი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. ასე რომ, ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა.

ბასილაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში სლოვაკი იოზეფ კოვალიკი (128) სამსაათიან მატჩში 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა, 10 აპრილს ნახევარფინალში კი უნგრელ ლასლო ჯერეს (57) შეხვდება, რომელმაც სამ სეტში იტალიელ ლორენცო მუსეტის მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 23 /
მართალია ,ბევრად ვერ ვერკვევი ჩოგბურთში,მაგრამ ,მთავარი ისაა,ძალიან მიხარია.
სულ წარმატებები.
გულშემატკივარი
10 აპრილი 2021 15:32
0
"პეტრუშკა" პატარაია იგვიანებს
dato
10 აპრილი 2021 12:28
1
პეტრუშკა იყვეს რა უჭირს, უვარგისი ეკალბარდია.
სიმართლე.
10 აპრილი 2021 15:46
0
... გამოსისინდა!!!
დათო
10 აპრილი 2021 13:47
0
სასწრაფოდ მოხსენით ტურნირიდან ნიკა თორე ბაია და მისი სადაქალო ამდენს ვერ გაუძლებს... წარმატებები ნიკოლოზს და იმედია ხვალ კიდევ ერთით მეტი ტიტული ექნება!!!
Musenbezi
10 აპრილი 2021 10:23
2
გილოცავ ნიკა.
გიზოგ
10 აპრილი 2021 10:22
0
გილოცავ ნიკუშ! კიდევ ერთხელ გაგვახარე! აბა შენ იცი!გუშინ შენ ,ტოლიკამ და ფუტსალის ბიჭებმა დიდი სიხარული მომანიჭეთ, თან როგორ დღეს 9 აპრილს!დიდი მადლობა გენაცვალეთ!
ბეგო
10 აპრილი 2021 09:59
1
და ასეთ ადამიანს, ქვეყნის სახელს, ბაბუცა ეჭიდავება, სირცხვილი არ არის. ძირს ბაბაუცა.
გიორგი
10 აპრილი 2021 15:56
0
თამაშს სად უნდა ვუყუროთ იცის ვინმემ?
????
10 აპრილი 2021 09:19
1
ოროსნებო! ლასლო დერე სერბია :):):):)
uui
10 აპრილი 2021 08:18
4
... რა თქნა უნდა სერბია, ტრაგიკული წარსულით!!!
დათო
10 აპრილი 2021 12:54
0
... რა თქა უნდა სერბია!!!
დათო
10 აპრილი 2021 11:56
0
მოკითხვა ნიკასგან დოროყას და ბაბუცას
fani
10 აპრილი 2021 01:13
1
... შემისისინდა ,, კამანდიდან'' და დისლაიქებს!!! ფუ შენი....!!!!
დათო
10 აპრილი 2021 01:00
1
ბაბუცას დაუმალეთ, გული არ გაუსკდეს!
!
10 აპრილი 2021 00:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული