ბასილაშვილი ყველაზე პრესტიჟულ მასტერსს იწყებს!

AutoSharing Option
კალიარის ტურნირის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, დღეს, 13 აპრილს,  ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსზე გამოსვლას იწყებს.

თიხის კორტზე, ქართველის მეტოქე სერბი ფილიპ კრაინოვიჩია. ჩოგბურთელები ასაკითაც თანაბარნი (29 წელი) არიან და რეიტინგშიც ერთმანეთის მეზობლად იმყოფებიან (ნიკოლოზი 36-ეა და მას ფილიპი მიჰყვება).

კრაიოვიჩმა ბოლოს დუბაის ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მერვედფინალში დამარცხდა. მანამდე კი, ბელგიელი გოფინისა და რუსი მედვედევის სახით, სერიოზული გამომცდელები ჰყავდა.

აღსანიშნავია, რომ წყვილში გამარჯვებული სწორედ, რეიტინგში მეორე საფეხურზე მყოფ, 25 წლის რუს ჩოგბურთელს დაუპირისპირდება.

alt"ნიკას ნელისთვის თვეში 100.000 არასდროს გადაუხდია, ამის

საშუალება არ აქვს" - რას ჰყვება ნიკა ბასილაშვილის ძმა?


მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეხ კი არ იწყებს დაამთავრა უკვე!
!!!
13 აპრილი 2021 19:56
0
... ნიკას წარმატებები%!!!
ახალი ინფო: მედვედევს ტესტზე დადებითი პასუხი აქვს და მოიხსნა მასტერსიდან!!!
დათი
13 აპრილი 2021 13:13
0
... დათი არა, დათო!!!
დათო
13 აპრილი 2021 16:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული