ბასილაშვილი წყვილებში დამარცხდა და ესპანელ მეტოქეს ელის

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდივიდუალურ ასპარეზობაში მეორე მეტოქესთან დაპირისპირებამდე "როლან გაროსის" წყვილთა თანრიგში, გერმანელ ბეგემენთან ერთად ჩაერთო.

ქართულ-გერმანული წყვილის პირველი მეტოქე ხორვატი ფრანკო შკუგორი და ინდოელი როჰან ბოპანა იყვნენ. ეს უკანასკნელი 41 წლისაა, მისი ხორვატი მეწყვილე კი - 33-ის. ისინი ბოლოს ბელგრადის ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდნენ.

ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში ნაკლებად გამოირჩევა - ნიკოლოზსა და მის გერმანელ მეწყვილეს ერთად საკმაოდ დიდი ხანია აღარ გაუმარჯვიათ. ისინი ამ შეხვედრაშიც დამარცხდნენ (4:6; 2:6).

ქართველი ჩოგბურთელი ერთეულებში გადაინაცვლებს და 18 წლის ესპანელ კარლოს ალკასარს შეხვდება, რომელმაც კვალიფიკაციის წარმატებით
დაძლევის შემდეგ, "როლან გაროსის" პირველ ეტაპზე თანამემამულე ბერნაბა საპატა-მირალესსაც სძლია.

შეხვედრა ორ ივნისს, თბილისის დროით 13 საათზეა ჩანიშნული.


altბასილაშვილმა "როლან გაროსი" დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰა ნელი, ჰონორარის სუნი ხომ არ გცემს?
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული