ბასილაშვილი ჩილიჩთან უშანსოდ დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის 250-იანი ტურნირის  მერვედფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩთან 6:3 6:2 დამარცხდა.

დაპირისპირება 1 საათსაც არ გაგრძელდა, ნიკას ასეთი ჩავარდნის მიზეზი კი მოწინააღმდეგის 19 ეისი გახლდათ. ფაქტია, ჩილიჩმა ქართველს საკუთარ ჩაწოდებაზე შანსიც კი არ დაუტოვა.

ამრიგად, ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა, მარინი კი მორიგი ტიტულისთვის სვლას განაგრძობს.



მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაც გაგრძელდა წარუმატებლობები, მეტს ველით შენგან ნიკოლზ! წარმატებები!
Irakli
16:55 10-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული