დღეს, 19 ივნისს, გერმანიაში მიმდინარე ჰალეს 500 ქულიანი ტურნირის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ალექსანდრ რუბლევს შორის გაიმართა.
პირველი სეტში ნიკოლოზსს მიკრო ტრავმა აწუხებდა, რის გამოც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თამაშის სტარტი ქართველმა ჩოგბურთელმა ჩააგდო და კლასიფიკაციის მე-7 ნომერმა 6:1 იმარჯვა.
"ბასილა" მეორე სეტში მოტივირებული გამოვიდა, მე-6 გეიმში კი რუსი ჩოგბურთელის ჩაწოდება მოიგო და სეტიც თავის სასარგებლოდ 6:3 დაასრულა.
საბოლოოდ, შეხვედრა მე-3 დასკვნით სეტში გადავიდა, სადაც ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ, მანამ, სანამ მე-6 გეიმი არ მოვიდა, სადაც ნიკამ მნიშვნელოვანი
მომენტი ჩააგდო და რუბლევს უპირატესობა მიანიჭა.
მე-8 გეიმში ქართველი 0:40 აგებდა, შემდეგ ზედიზედ 3 საკუთარი მოწოდება მოიგო, საბოლოოდ კი აღნიშნული გათამაშება თავის სასიკეთოდ დაასრულა.
საბოლოოდ, ATP რეიტინგის მე-7 ნომერმა მესამე სეტი 6:3 მოიგო და ჰალეს ტურნირის ფინალშიც გააღწია. მისი მეტოქე ოჟე ალისიმსა და უმბერტს შორის გაირკვევა. აღნიშნული შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.