მატჩის დღე! ბასილაშვილი შოტლანდიელი ლეგენდის პირისპირ

AutoSharing Option
28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს უიმბლდონის ტურნირზე ჩაებმება, მისი პირველი მეტოქე კი ამ ტურნირის 2-გზის გამარჯვებული (2013 და 16 წლებში), 34 წლის შოტლანდიელი ენდი მარეი იქნება. ტრავმებისგან გაწამებული ბრიტანელი ATP-ის რეიტინგში 118-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ტიტულოვანმა სპორტსმენმა ტურნირზე მონაწილეობა ე.წ. უაილდ-ქარდით შეძლო. გასათვალისიწინებელია ის ფაქტიც, რომ ნიკოლოზი და ენდი ერთმანეთს კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, 2021 წლის 11 მარტს დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა. ქართველ ჩოგბურთელს შანსი აქვს, კიდევ ერთ ისტორიულ გამარჯვებას
მიაღწიოს. სპეციალისტები შანსებს დაახლოებით თანაბრად აფასებენ.

წყვილში გამარჯვებული ფრანგ ოსკარე ოტეს და გერმანელ არტურ რინდერკნეხს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ბადის ამ ნაწილის ყველაზე ძლიერი ჩოგბურთელები ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (რეიტინგში მე-8) და კანადელი დენის შაპოვალოვი (მე-10) არიან.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

altნიკოლოზ ბასილაშვილი 1/2-ფინალშია!!!











მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული