ბასილაშვილმა ციციპასს ისტორიული მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ნიკოლოზი ციციპასს მესამედ შეხვდა, პირველად მოუგო და კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი. მან პირველად მოახერხა ათეულის წევრი მოთამაშის სეზონში ორჯერ ძლევა. ეს მისთვის ATP-ის მე-14 ნახევარფინალი იქნება.

ბასილაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) სძლია.

ნიკოლოზი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა (39) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია,
4) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით წაიწევს წინ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 48 /
გილოცავ ნიკა, მეამაყები. ეხლა გამოხტებიან ის ბანძი ქალები და ატეხავენ წიკვინს, ასე იქცევიან ყველა სერიოზული თამაშის წინ რომ წყობიდან გამოიყვანონ.
War
16 ოქტომბერი 2021 00:50
1
ბრავოოოოოოო! ნახევარფინალში ზვერევი (სავარაუდოდ) დავამარცხოთ და მერე ჩემპიონობაზეც შეიძლება ფიქრი, იქითა ნახევარფინალში ისეთი არავინაა, ნიკამ რომ ვერ მოუგოს! არ მოდუნდე ნიკა, ორი ნაბიჯია ისტორიულ გამარჯვებამდე!!!
ქომაგი
16 ოქტომბერი 2021 00:38
2
დღეს მაინც განუმეორებელი იყავი, როგორ გაახარე ერი ალბათ ხვდები. მადლობა ესეთი მაგარზე მაგარი მატჩისთვის. სანიმუშო იყავი დღეს, შეუბერე ბოლომდე
gori
16 ოქტომბერი 2021 01:03
0
ჯიგარი ხარ, ნიკა!
გამარჯვება შვილს - ლუკასს მიუძღვნა.
არჩი
16 ოქტომბერი 2021 00:31
0
აუ,დამაწყდა ნერვები!2-3 რომ გახდა,მეგონა გატყდა მეთქი,უკვე მიჭირდა ყურება და თურმე სად ხარ!დამაგვირგვინებელი ბოლო ორი დარტყმა და ორი ეისი!ეს მართლაც ფანტასტიკა იყო.გილოცავთ მეგობრებო!გილოცავ ნიკა!
სოსო
16 ოქტომბერი 2021 01:08
0
გილოცავ ნიკა!!!...წარმატებისთვის და ჩვენი გახარებისთვის მართლაც თავდაჯერებული და ძალიან მონდომებული იყავი!!!...კვლავ შენი იმედი გვაქვს და სულმოუთქმელად მოველით შენს დიდ გამარჯვებას!!!...
გაიხარე და ჩვენც გაგვახარე!!!...
გაიოზი
16 ოქტომბერი 2021 12:00
0
გენაცვალე ნიკოოო!
Biannkoneri
16 ოქტომბერი 2021 00:43
0
…ნიკა შენ ხარ გმირი!!! მადლობა შენ ,ასე რომ გაგვახარე!!! მასტერსის ნახევარფინალი , უზარმაზარი წარმატებაა!!! ფიზიკის და ფსიქიკის ასეთი ჰარმონია, საოცარია!!! დიდი მადლობა შენი გულშემატკივრის გახარებისთვის!!!❤️❤️❤️
დათო
16 ოქტომბერი 2021 00:37
0
შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!
კაცი ყოფილხარ ჩოგნის დამშვენი.
ოქრო ხარ და თუ ფინალში გახვალ
მთლად ბრილიანტად გადაიქცევი!
ტყეშელაანთ გიჟი
16 ოქტომბერი 2021 01:36
1
გაიხარე ნიკა! აბა შენ იცი, მოიგე ეს ტურნირიც!
დათო
16 ოქტომბერი 2021 00:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული