ბასილაშვილმა ციციპასს ისტორიული მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ნიკოლოზი ციციპასს მესამედ შეხვდა, პირველად მოუგო და კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი. მან პირველად მოახერხა ათეულის წევრი მოთამაშის სეზონში ორჯერ ძლევა. ეს მისთვის ATP-ის მე-14 ნახევარფინალი იქნება.

ბასილაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) სძლია.

ნიკოლოზი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა (39) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია,
4) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით წაიწევს წინ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 48 /
ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ნიკამ, თუმცა ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის და მეტი გვინდა როგორც მიღწევა ასევე რეიტინგში წინსვლა და ჰონორარიც. ჩემტვის ამ ჰონორარის სიდიდე არ არის საინტერესო უბრალოდ ნიკას თავისი შრომის ფასად ალალად ბევრი ეკუთვნის. მით უმეტეს ხარჯები აქვს ბევრი მისის გუნდი , გადადგილება ცხოვრების ფასები ის გაუმაძღარი უსინდისო ყოფილი ცოლი ...
გამარჯვებები და თვითდაჯერება გიმრავლოს ჩვენო ნიკა.
პეტრე
16 ოქტომბერი 2021 19:55
0
…აქ შეგიძლიათ უყუროთ: https://de.sportplus.live/
დათო
16 ოქტომბერი 2021 11:40
0
სეტანტაზე აჩვენებენ და ევროსპორტზე.თუმცა გეთანხმებით,ერთი ისეთი არხი უნდა აჩვენებდეს,თუნდაც 1 არხი,რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია
ალექსი
16 ოქტომბერი 2021 08:16
0
მე სილქსპორტზე ვუყურე.ქართველი კომეტატორებით.უბრალოდ სილქსპორტ გე აკრიფეთ.
სოსო
16 ოქტომბერი 2021 12:44
0
ყოჩაღ ბასი ყოველთვის მჯეროდა შენი ერთერთი საუკეთესო სპორცმენი საქართველოს ისტორიაში,თუ საუკეთესო არა.ასეთ მნიშვნელოვან თამაშს როარ უჩვენებს სილქუნივერსალი რაღაც სირობა დოღი ვის რაში ჭირდება მაინცდა მაინც ფული უნდა იხადო თამაშს რო უყურო
ირაკლი
16 ოქტომბერი 2021 07:20
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული