ბასილაშვილმა კარგად დაწყებული ფინალი ბოლომდე ვერ მიიყვანა და სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (36) ბრიტანელ კამერონ ნორისთან (26) 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათი და 51 წუთი მიმდინარეობდა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე სეტში 2:1 დაწინაურდა, ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო და სამწუხაროდ, დამარცხდა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29), ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) და ამერიკელ ტეილორ ფრიცს (39) სძლია.

ბასილაშვილი პირველად გავიდა 1000-იანი მასტერსის ფინალში და ტურნირზე მისი
ასპარეზობა უდავოდ წარმარტებულად უნდა ჩაითვალოს. ნამატჩევს მან მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ მარტში დაბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მადლობა ნიკოლოზ❤️უფრო ძლიერი დაბრუნდები..
მადლობა ამ ლამაზი დღეებისთვის❤️
EA7
18 ოქტომბერი 2021 08:03
1
ეს წარმატებების დასაწყისი იქნება ნიკასთვის, მაინც მაგარი ხარ ჯიგარო
kaxa
18 ოქტომბერი 2021 05:57
1
თამაშის ნახევარი ითამაშა რიგორც ჩემპიონმა მაგრამ სამწუხაროდ მესამე სეტში კორტზე 2018 წლამდელი ძველი ბასილაშვილი იყო.
რას ვიზამთ, ყველა ვარიანტში დიდი მიღწევაა და დიდი მადლობა ბასილაშვილს. იმედია ასე გააგრძელებს წინსვლას და მინიმუმ მომდევნო 2 წელი ასე გაგვანებივრებს ფინალებით და მოგებებით და ასე ასახელებს საქართველოს. მადლობა ბასილ, ყოჩაღ!
გუჯი
18 ოქტომბერი 2021 05:54
1
ბაიამ და ვინც ბაიას წერილი გამოაქვეყნა დათარსეს
გიგი
18 ოქტომბერი 2021 07:10
2
ინგლისელი უბრალოდ ინარჩუნებდა ბურთს თამაშში, ნიკა კიდევ რისკზე მიდიოდა რომ მოეგო გათამაშება, რეალურად ნიკას აუტებით მოიგო თამაში, ამ დროს უნდა იყოს მწვრთნელი კორტზე და უკარნახოს რომ რაც შეიძლბა დიდხანს დაიჭიროს ბურთი რომ მოწინააღმდეგოს დააშვებინოს შეცდომა, ასევე ცაციები შედარებით სუსტად თამაშობენ მარჯვნიდან, მაგრამ რატომღაც სულ მარცხნივ აძლევდა ნიკა ბურთს. ნამდვილად არ იყო წასაგები ეს თამაში, წარმატებები ნიკას მომავალში
მამუკა
18 ოქტომბერი 2021 06:08
1
100%
Biankoneri
18 ოქტომბერი 2021 06:59
1
როდის და სად გინახავთ მწვრთნელი კორტზე?
თამაზი
18 ოქტომბერი 2021 14:03
0
…დიდი მადლობა ნიკას ასეთი ლამაზი დღეებისთვის!!! შეუძლებელი შეძლო და ყველაზე პრესტიჟული მასტერსის ფინალში ითამაშა!!! სამწუხაროდ დამარცხდა, მაგრამ ძალიან დიდი იმედი ჩაგვისახა შემდგომი გამარჯვებებისთვის!!! რაც შეეხება ფინალს, ნიკა ეთამაშა რობოტს, რომელიც ყველა ბურთს უკან აბრუნებდა!!! წელს ნორის 6 ფინალი აქვს ნათამაშები, ისევე როგოც ჯოკოვიჩს!!!კარგი პირველი სეტის შემდეგ, მეორეში ბრეიკის შენარჩუნება იქნებოდა იდეალური, მაგრამ…!!! მესამე სეტში თამაში არ უნდა გადასულიყო!!! ნიკას მესამე სეტში უკვე ეტყობოდა დაღლა!!! არც არის გასაკვირი, ნიკამ წინა შეხვედრებში უზარმაზარი ენერგია ჩადო, განსხვავებით ნორისგან!!! მოკლედ , ნიკამ ითამაშა მასტერსის ფინალში , ამას ვერავინ იფიქრებდა ტურნირის დაწყების წინ!!! წარმატებები ჩვენს საყვარელ ადამიანს!!!
პ.ს. ვინმემ ხომ არ იცით რა ხდება, ნიკა ატპ 250 ანტვერპენის ტურნირის ( დღეს იწყება) აქამდე მონაწილეთა განაცხადშია, გამოქვეყნდა ბადე რომელშიც არ არის!!!
დათო
18 ოქტომბერი 2021 11:30
1
… ალბათ გამოტოვებს ამ ტურნირს!!! დასვენება- აღდგენა აუცილებლია!!! 25-ში იწყება ატპ 500 ვენა, შემდეგ 1-ში პარიზის მასტერსი და წლის ბოლო ტურნირი ატპ250 სტოკჰოლმი!!!! წარმატება ნიკას ამ ტურნირებში!!!
დათო
18 ოქტომბერი 2021 11:57
0
ეს იყო საჩოგბურთო თრილერი , ჰიჩკოკის ელემენტებით , ეტყობა კომენტარების რაოდენობას , თუ რამდენად მძიმე იყო გუშინდელი ტკივილი და იმედგაცრუება , მაგრამ უნდა მოვერიოთ ჭრილობიდან მომდინარე სისხლსაც და ცრემლსაც , უნდა გავამხნევოთ ერთმანეთი და ნიკაც , რადგან მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ამ მენტალური ტრავმის მოცილება . არსებობს ემოციური ინტელექტის მცნება , როდესაც შენი ეგზისტენციალური აფეთქებები , იმართება ინტელექტით და ცდილობ სწორი მიმართულებით მის მართვას . ამ დროს ადამიანი , საკუთარ თავთან ჭიდილით , უფროდაუფრო ძლიერდება და მიდის საკუთარი თავის შეცნობისაკენ და პიროვნული განკაცებისაკენ . ეს თითოეული ადამიანის გასავლელი გზაა , რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დიდი შრომისა და ტკივილის , გამძლეობის ფასად მიიღწევა , ეს ყველამ უნდა გაიაროს , ნიკამ ეს გზა დიდი ხანია დაიწყო და იმედი მაქვს მალე მიაღწევს საჩოგბურთო ევრიკას . რა დააკლდა გუშინდელი შეხვედრის მოსაგებად ? იმპერიალისტური სითავხედე , რომელიც ნორის თვალებში იკითხებოდა , რომელიც არ ააქვს ნიკას და ვერც ექნება , რადგან მას არ აქვს განცდა , რომ ჩრდილივით დაყვება ზურგს უკან ქვეყნის სახით სისტემური მცველი , მას მხოლოდ გულშემატკივართა არმიის სიყვარული აძლიერებს . ეს სიყვარული მისცემს ნიკას , სწორედ იმ სიძლიერეს , რასაც მაგ სითავხედის დამარცხება შეუძლია . მადლობა ნიკასაც და ყველა თქვენთაგანს , იმ ენერგიისათვის , რასაც ერთად დგომა და ერთი მიზნისთვის ბრძოლა ჰქვია , ესეთი დღეები გვაქცევს ჯერ სისტემად და მერე სახელმწიფოდ .
ATP 16
18 ოქტომბერი 2021 09:54
1
რა მაგრად დაიწყო და მერე აირია სამწუხაროდ
სტალინი
18 ოქტომბერი 2021 05:55
1
გამარჯვებაც მოვა!!
ამას იფიქრებდა ვინმე ამ ტურნირის დაწყებამდე, რომ ნიკა ამ პრესტიჟული ტურნირის ფინალში ითამაშებდა?!...
buba
18 ოქტომბერი 2021 12:29
1
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.ნიკამ გამარჯვების სიახლოვე იგრძნო,აღელდა და შეცდომების დაშვება დაიწყო.დიდ გამარჯვებებსაც სწავლა და მიჩვევა სჭირდება.ვიცით,რომ ნიკა ძალიან ემოციურია და აქაც იჩინა თავი.აშკარად მოსაგები შეხვედრა იყო და ნიკამ მხოლოდ ჭკუით კი არა,შინაგანადაც უნდა დაიჯეროს,რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა და გამარჯვება.მხოლოდ მაშინ დაამარცხებს საბოლოოდ თავის კომპლექსებს.მარტამდე აღარ ვითამაშებო.ვფიქრობ ესეც აფექტის გამო თქვა.ყოველ შემთხვევაში ისეთ ფორმაშია,რომ თავისუფლად შეუძლია წარმატებათა სერია განაგრძოს და მგონი სწორი იქნება,განაგრძოს თამაში.ასეა თუ ისე,ფინალში გასვლაც დიდი წარმატებაა ნიკასთვის.ვულოცავ და კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვუსურვებ მომავალში.პ.ს.საქართველოს რაგბისტთა ასაკობრივი ნაკრებები როცა იკრიბებიან,მომზადების სპეციალურ პროგრამას გადიან, არმიის სპეცდანიშნულების რაზმის მოსამზადებლად რომ გამოიყენება.იქ იძენენ მენტალურ სიმტკიცეს,როცა აღარ შეგიძლია,მაგრამ არ ჩერდები და გასაკეთებელს მაინც აკეთებ.ალბათ არსებობს ფსიქოლოგიური ვარჯიშებიც და ნიკას სწორედ ასეთი მომზადების გავლა სჭირდება.ფსიქოლოგიური მომზადების.ვერ ვიტყვი,რომ ნიკას გამოსვლებს ძალიან ხშირად ვუყურებ,მაგრამ როცა ვუყურებ და აგებს,აშკარაა ხოლმე,რომ თვითონ ნიკა აგებს და არა მოწინააღმდეგე ამარცხებს.საკუთარი თავია მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე.შეიცანი თავი შენი და ნაკლი ღირსებად აქციე,ნიკა!წარმატებები!
სოსო
18 ოქტომბერი 2021 10:40
2

სიახლეები პოპულარული