ბასილაშვილმა კარგად დაწყებული ფინალი ბოლომდე ვერ მიიყვანა და სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (36) ბრიტანელ კამერონ ნორისთან (26) 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათი და 51 წუთი მიმდინარეობდა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე სეტში 2:1 დაწინაურდა, ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო და სამწუხაროდ, დამარცხდა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29), ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) და ამერიკელ ტეილორ ფრიცს (39) სძლია.

ბასილაშვილი პირველად გავიდა 1000-იანი მასტერსის ფინალში და ტურნირზე მისი
ასპარეზობა უდავოდ წარმარტებულად უნდა ჩაითვალოს. ნამატჩევს მან მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ მარტში დაბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ბაიამ და ვინც ბაიას წერილი გამოაქვეყნა დათარსეს
გიგი
18 ოქტომბერი 2021 07:10
2
ინგლისელი უბრალოდ ინარჩუნებდა ბურთს თამაშში, ნიკა კიდევ რისკზე მიდიოდა რომ მოეგო გათამაშება, რეალურად ნიკას აუტებით მოიგო თამაში, ამ დროს უნდა იყოს მწვრთნელი კორტზე და უკარნახოს რომ რაც შეიძლბა დიდხანს დაიჭიროს ბურთი რომ მოწინააღმდეგოს დააშვებინოს შეცდომა, ასევე ცაციები შედარებით სუსტად თამაშობენ მარჯვნიდან, მაგრამ რატომღაც სულ მარცხნივ აძლევდა ნიკა ბურთს. ნამდვილად არ იყო წასაგები ეს თამაში, წარმატებები ნიკას მომავალში
მამუკა
18 ოქტომბერი 2021 06:08
1
როდის და სად გინახავთ მწვრთნელი კორტზე?
თამაზი
18 ოქტომბერი 2021 14:03
0
100%
Biankoneri
18 ოქტომბერი 2021 06:59
1
ეს წარმატებების დასაწყისი იქნება ნიკასთვის, მაინც მაგარი ხარ ჯიგარო
kaxa
18 ოქტომბერი 2021 05:57
1
რა მაგრად დაიწყო და მერე აირია სამწუხაროდ
სტალინი
18 ოქტომბერი 2021 05:55
1
თამაშის ნახევარი ითამაშა რიგორც ჩემპიონმა მაგრამ სამწუხაროდ მესამე სეტში კორტზე 2018 წლამდელი ძველი ბასილაშვილი იყო.
რას ვიზამთ, ყველა ვარიანტში დიდი მიღწევაა და დიდი მადლობა ბასილაშვილს. იმედია ასე გააგრძელებს წინსვლას და მინიმუმ მომდევნო 2 წელი ასე გაგვანებივრებს ფინალებით და მოგებებით და ასე ასახელებს საქართველოს. მადლობა ბასილ, ყოჩაღ!
გუჯი
18 ოქტომბერი 2021 05:54
1

სიახლეები პოპულარული