ბასილაშვილმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე სეტში 2:1 დაწინაურდა, ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო და სამწუხაროდ, დამარცხდა.
ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29), ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) და ამერიკელ ტეილორ ფრიცს (39) სძლია.
ბასილაშვილი პირველად გავიდა 1000-იანი მასტერსის ფინალში და ტურნირზე მისი ასპარეზობა უდავოდ წარმარტებულად უნდა ჩაითვალოს. ნამატჩევს მან მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ მარტში დაბრუნდება.
რას ვიზამთ, ყველა ვარიანტში დიდი მიღწევაა და დიდი მადლობა ბასილაშვილს. იმედია ასე გააგრძელებს წინსვლას და მინიმუმ მომდევნო 2 წელი ასე გაგვანებივრებს ფინალებით და მოგებებით და ასე ასახელებს საქართველოს. მადლობა ბასილ, ყოჩაღ!