ნიკოლოზ ბასილაშვილი (21) პარიზის მასტერსის პირველ წრეში 33 წლის ფრანგ ადრიან მანარინოსთან (59) 1 საათსა და 17 წუთში 2:6, 4:6 დამარცხდა.
ბასილაშვილი, რომელიც რეიტინგში 21-ე პოზიციაზე დაწინაურდა, სამწუხაროდ, პარიზის მასტერსის გათამაშებას პირველივე წრიდან გამოეთიშა.
ეს ნიკოლოზისთვის სეზონში ბოლო ტურნირი იყო. ახლა დაისვენებს და დეკემბრიდან ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.