ის დაბრუნდა! - ბასილაშვილი დოჰაშია... მოქმედ ჩემპიონზე ცნობილი ყატარული გამოცემა წერს

AutoSharing Option
qatar-tribune.com-ი წერს, რომ გუშინ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარში ჩაფრინდა და 14-19 თებერვალს დოჰაში გასამართ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ საიტმა განსაკუთრებულად ჩვენებურის დაბრუნება გამოარჩია, რადგან ის მოქმედი ჩემპიონია და წინა წელს ბრწყინვალე ასპარეზობის წყალობით ბევრი გულშემატკივარიც გაიჩინა.

ნიკოლოზი ამ ტურნირს ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება, მას ზედიზედ 8 წაგება აქვს (ერთეულებში), თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ქართველს "დაბრუნება" და ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება შეუძლია.

დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 1,176,595 დოლარია. იქ ისეთი ცნობილი ჩოგბურთელები ითამაშებენ, როგორებიც დენის შაპოვალოვი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, გაელ მონფილსი
და სხვა ვარსკვლავები არიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატება ნიკას! იმედია,მშვიდად ჩაატარებინებენ ტურნირს მავანნი...
წარმატება ნიკა!❤
12 თებერვალი 2022 08:58
1
ნამდვილად მინდა რომ მოიგოს, წარმატებებს უსურვებ.
nana iosebashvili
14 თებერვალი 2022 14:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული