დოჰას 250-ქულიანი ტურნირის ტიტულის დასაცავად ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (16) დაუპირისპირდება.
ბაუტისტა-აგუტმა ნახევარფინალში კარენ ხაჩანოვი (რუსეთი, 27) 2:6, 6:3, 7:5 დაამარცხა. მატჩი 2 საათი და 26 წუთი გაგრძელდა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზმა გასულ წელს ამ ტურნირის ფინალში სწორედ ბაუტისტა-აგუტს ორ სეტში სძლია.
ბასილაშვილი ესპანელ ჩოგბურთელს კარიერაში ხუთჯერ შეხვდა და ორჯერ დაამარცხა და იმედია, დღეს გაიმარჯვებს.
მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.