ბასილაშვილი ყატარის ღია პირველობის ფინალში ისევ ბაუტისტა-აგუტს შეხვდება

AutoSharing Option
დოჰას 250-ქულიანი ტურნირის ტიტულის დასაცავად ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (16) დაუპირისპირდება.

ბაუტისტა-აგუტმა ნახევარფინალში კარენ ხაჩანოვი (რუსეთი, 27) 2:6, 6:3, 7:5 დაამარცხა. მატჩი 2 საათი და 26 წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზმა გასულ წელს ამ ტურნირის ფინალში სწორედ ბაუტისტა-აგუტს ორ სეტში სძლია.

ბასილაშვილი ესპანელ ჩოგბურთელს კარიერაში ხუთჯერ შეხვდა და ორჯერ დაამარცხა და იმედია, დღეს გაიმარჯვებს.

მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიკა, გენაცვალე! ერთი ნაბიჯი და გამარჯვება შენია!
zvio
19 თებერვალი 2022 11:16
0
…ასე სჯობდა ალბათ!!! ხაჩანოვი კარგ ფორმაშია და რაც მთავარია ეისებს კარგად ასრულებს, გუშინ 17 ეისი ჰქონდა, აგუტს 2 !!! ამიტომ ხაჩანოვის ეისები და გეიმების უბრძოლველად , ადვილად მოგებები ნიკას არ სჭირდებოდა!!! გუშინ ნიკამ ბრწყინვალედ ითამაშა და ასეთი თამაშით აგუტს დაამარცხებს!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
19 თებერვალი 2022 10:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული