"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე

AutoSharing Option
დღეს რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022 წლის უიმბლდონის ტურნირზე რუს და ბელორუს ჩოგბურთელებს არ დაუშვებენ.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი 1973 წლის უიმბლდონის ფინალისტმა, ქართველმა ალექსანდრე მეტრეველმა გააკეთა. 

"უიმბლდონი დიდი ტურნირია. თუ მასში მონაწილეობას ჩვენი ჩოგბურთელები არ მიიღებენ, ბევრ ქულას დაკარგავენ, მაგრამ ეს პოლიტიკაა და არა სპორტი. 

სამწუხაროა, რომ ამ მდგომარეობაში ვართ. არ ვიცი, როგორ დასრულდება საბოლოოდ ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაისის შუა რიცხვებში უნდა იყოს მიღებული.

ვისურვებდი, რომ ტურნირზე უძლიერესმა ჩოგბურთელებმა ითამაშონ. რამდენად იმოქმედებს ეს ყოველივე რეიტინგზე? მედვედევი ახალი
გამოჯანმრთელებულია და საერთოდ არ თამაშობს. საერთოდ აპირებდა ის უიმბლდონზე ასპარეზობას?! სხვები ცოტა უკან დაიხევენ, მაგრამ ამის გამოსწორება მომავალში კარგი თამაშით შეიძლება", - თქვა მეტრეველმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მეტრეველი ჩვეულებრივი რუსი მეძავეა. მთელი ცხოვრება კრემლის მაღალჩინოსანთა სპარინგ-პარტნიორი, იელცინის და ჩუბაისის ლაქია, არც აქვს პრეტენზია ქართველობაზე, სამაგიეროდ "Русский карабль"- ის ერთ-ერთი მგზავრია, ცისკარიძის, ჯანდელაკის და ეგეთთა შორის.
აკა
10:26 21-04-2022
4
"უიმბლდონი დიდი ტურნირია. თუ მასში მონაწილეობას ჩვენი ჩოგბურთელები არ მიიღებენ, ბევრ ქულას დაკარგავენ, მაგრამ ეს პოლიტიკაა და არა სპორტი. --- ამას ამბობს კაცი და როგორ შეიძლება ქართველი უწოდო, რუსებს უწოდებს ჩვენებს.
შვილი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული