"როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, როგორც წესი, კარგად არ სრულდება..." - ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუს სპორტსმენებს მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მოხსნაზე ისაუბრა.

"მე ომის წინააღმდეგი ყოველთვის ვარ. ვიცი, რასაც ნიშნავს ეს, ბავშვობიდან მოყოლებული ამ საკითხზე ტრავმა მაქვს. კარგად მახსოვს, 1999 წელს რაც სერბეთში მოხდა და განვიცდი... ბალკანეთში უამრავი ომი იყო...

მიუხედავად ამისა, უიმბლდონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი სპორტსმენების ბრალი არაა. როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, როგორც წესი, კარგად არ სრულდება" - განაცხადა ნოვაკმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის უიმბლდონის გათამაშებაში ბელორუს და რუს ათლეტებს
არ დაუშვებენ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩვეულებრივ გაგრძელდეს სპორტი, კულტურა, ეკონომიკა და ცხოვრება, როცა ბავშვები და უდანაშაულო ხალხი იხოცება? მაშინ გამოქვაბულებში დავბრუნდეთ. ვერც გავიგებთ სად რა ხდება, ვინ ვის კლავს. ამან კიდევ ჩოგბურთი ითამაშოს იმ პაპუასებთან და კაციჭამიებთან.
G.LA
14:17 21-04-2022
7
რა ნამუსით უნდა ითამაშონ, დაიმარჯვონ და დატკბნენ ცხოვრებით როცა მათი ქვეყანა სიცოცხლეს აქრობს უკრაინაში? უკრაინელმა სპორტსმენებმა მოითმინონ და თუ ვინმე გადარჩა იმან მიიღოს რამოდენიმე წელში შეჯიბრებაში მონაწილეობა? პოლიტიკა და სპორტზე რომ ლაპარაკობ ზუსტად მაგ უბრალო ხალხმა უნდა იგრძნოს დისკომფორტი, ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც მიათი მთავრობა სხვა ქვეყნებს უქმნის. მათ უნდა უთხრან მთავრობა რომ ასე არ მოსწონთ და სხვაგვარი ცხოვრების წესის დროა, საზღვრებს გარეთ ომები უდა დასრულდეს და საკუთარი ქვეყნის საზღვრებში უნდა შექმნან კარგი ცხოვრება.
Grisha
15:04 21-04-2022
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული