ბასილაშვილმა საქმე ბოლომდე მიიყვანა - ნიკამ შტუტგარტში გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
გუშინ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში კარგად დაწყებული შეხვედრა, რომელიც წვიმის გამო დღეისთვის იყო გადადებული, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარგად დაასრულა.

ქართველი იტალიელ ლორენცო მუსეტისთან ანგარიშით 7:5, 4:1 იგებდა, დღეს განახლებულ მატჩში კი საბოლოოდ ორი თავისი ჩაწოდება იოლად მოიგო და 7:5, 6:3 იმარჯვა.

ჩვენებურის მეტოქე 1/8-ფინალში ავსტრალიელი ნიკ კირიოსი იქნება, რომელსაც 2017 წელს ბეიჯინგში დაუპირისპირდა და ჰარდის კორტებზე 2 სეტში დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიკამ რომ მოიგო იმან და იმანომ იციან? თუ იციან ჩუმად რატომ არიან?
მივხვდი: იმანო - ბაია, მოლასთანაა წასული ჯვრისწერის საყურებლად!
ვაჟა მასწავლებელი
17:42 08-06-2022
4
…ყოჩაღ ნიკა!!! გილოცავ!!!
დათო
15:49 08-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული