უიმბლდონის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის 82-ე ნომერს, ქვენტინ ჰალისს დაუპირისპირდა და 2:24-საათიან მარათონში 7:6 0:6 7:5 7:6 დაამარცხა.
პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე ბრწყინვალედ გამოდიოდნენ, თუმცა ფრანგს ტაი-ბრეიკზე სიზუსტემ უმტყუნა და ჩვენებური 4:1 დაწინაურდა. საბოლოოდ ნიკამ კარგად დაწყებული მე-13 გეიმი ბოლომდე მიიყვანა და 9:7 მოიგო.
მე-2 სეტი ჰალისის სრული კონტროლით წარიმართა და "ბასილა" სუფთად დაამარცხა.
მე-3 სეტი პირველის მსგავსად წარიმართა, უბრალოდ, მე-12 გეიმში ნიკოლოზმა გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა, 40:15 დაწინაურდა და მატჩში კიდევ ერთხელ დაწინაურდა.
მე-4 სეტშიც საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ჩვენებურმა 7:5 გაიმარჯვა და ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მესამე წრეში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ნიკასთვის უიმბლდონზე საუკეთესო შედეგი სწორედ მესამე წრეში გასვლა არის და იმედია, საქართველოს პირველი ნომერი საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.
ნიკამ ჰალისისა და როსოლის დამარცხებით 120 000 გირვანქა, ანუ 147 000 დოლარი გამოიმუშავა, მომდევნო წრეში კი ნიდერლანდელ ტიმ ვან რეითჰოვენსა და აშშ-ის წარმომადგენელ რაილი ოპელკას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
იმის არ გეუხერხულება, კვარაცხელია ამდენად გაიყიდა და ხელფასი ამდენი ექნებაო რომ წერენ?:))) რატო წუხდებით ამაზე, სასაცილოა უბრალოდ