დღეს, 2 ნოემბერს, პარიზის მასტერსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (106) იტალიელ ლორენცო მუსეტს (23) დაუპირისპირდება.
ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს ერთხელ, ამა წლის 7 ივნისს, შტუტგარდის ტურნირზე დაუპირისპირდნენ, სადაც ნიკოლოზმა 2 სეტში 7:5 6:3 გაიმარჯვა.
უნდა ითქვას, რომ ლორენცო მაშინ ცუდ ფორმაში იყო, დღეს კი მშვენივრად გამოიყურება, იტალიელმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში ხორვატი მარინ ჩილიჩი 6:4 6:4 დაამარცხა.
რაც შეეხება ბასილაშვილს, ქართველმა დიდხნიანი მოუგებელი შეხვედრების შემდეგ ფრანგ კელვინ ჰალისს 6:3 6:4 სძლია.
ამ წყვილში გამარჯვებული მე-3 წრეში კასპერ რუდს (4) დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისის
დროით 14:00 საათზე დაიწყება.