ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში რუსი ანდრეი რუბლევი მარტივად დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ ეს წარმატება სერბმა ფანებმა მელბურნ პარკში აღნიშნეს, მათ კი ნოვაკის მამა სრდიანი შეუერთდა.
ისინი პოზირებდნენ რუსეთის დროშით, რომელზეც ვლადიმერ პუტინის სახე იყო გამოსახული. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც "როდ ლეივერ არენასთანაა" გადაღებული, კარგად ჩანს უფროსი ჯოკოვიჩის სიტყვები, სადაც ის ამბობს - “გაუმარჯოს რუსეთს, დიდხანს სიცოცხლე რუსებს.”
მოგეხსენებათ, მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელარუსის მხარდამჭერი ყველანაირი სიმბოლიკის ჩვენება აკრძალულია.
ამიტომ ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 პიროვნება "მელბურნ პარკიდან" გააძევა.
სრდიან ჯოკოვიჩი გასული წლის ამ პერიოდში განსაკუთრებულად აქტიური გახლდათ, როდესაც მისი შვილი ავსტრალიიდან ვაქცინის გაუკეთებლობის გამო დაადეპორტეს.
მაშინ მან დაადანაშაულა ავსტრალიის სახელმწიფო მისი შვილის შთამომავლების "მკვლელობის" მცდელობაში.
გავრცელებულ ვიდეოს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკრაინის ელჩი ვასილ მიროშნიჩენკო გამოეხმაურა, რომელმაც სრდიანის საქციელს სამარცხვინო უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში აშშ-ის წარმომადგენელი ტომი პოლი იქნება. მატჩი 27 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.
ყვავილები ინტერვიუს დაწყებამდე - ჯოკოვიჩმა ბარბარა შეტს საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]
თურმე ,,საშინელება ჩაიდინა-ნატო,,-მო(?!) ...საშინელებებს სერბები ჩადიოდნენ,ვიმეორებ -რუსების დახმარებით, რასაც რუსები აკეთებდნენ აფხაზეთი, სამაჩაბლოში ქართველობის წინააღმდეგ- ეთნიკური წმენდები და გენოციდით + 300 000 ლტოლვილი გაგვიხადეს...მას უკეთებდნენ სერბები ხოვატებს და ბოსნიელებს(!)
აყოლილები ხართ -რუსულ ანტი დასავლურ პროპაგანდას და რას აღარ...
ეს კი წერეთელმა დაგვიბარა:
ვიყავ რუსეთში, ვნახე ვაკენი,
ქალნი უნიფხვო, კაცნი მაკენი.
ვაი ჩემო საფიქრალო,
ვაი ჩემო მასრა-მაქო?!
მე იმ კაცის დედა მოვ..ან,
ვინც პირველად რუსი აქო!