დოჰას ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (84) ბრიტანელ ლიამ ბროდთან (140) 4:6, 3:6 დამარცხდა. მატჩი საათი და 36 წუთი მიმდინარეობდა.
თუმცა, ბასილაშვილი ძირითად ბადეში მაინც მოხვდა, ვინაიდან ბრიტანელმა ჯეკ დრეიპერმა ტრავმა მიიღო და მას ქართველი შეცვლის.
ნიკოლოზი შემდეგ შეხვედრას ფრანგ ალეკსანდრ მიულერთან (173) ჩაატარებს.